პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზიდან დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, მეგობრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები დახვდნენ, რომლებმაც მედალოსნებს მადლობა გადაუხადეს.
პარიზის პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. 19 წლის ანა ჯაფარიძემ კი ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიადიდან დაბრუნდნენ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%92%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
