Reuters: იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ გამო მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

იაპონიის ხელისუფლებამ ტაიფუნ „შანშანის“ გამო კუნძულ კიუსიუზე მცხოვრები მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტაიფუნმა ძლიერი ქარისა და წვიმის სახით იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა. მან მწყობრიდან ელექტროგადამცემი ხაზები გამოიყვანა. ასობით ავიარეისი გაუქმდა და მსხვილმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს, რაც კი ოდესმე ამ რეგიონში დაფიქსირებულა.

იაპონიის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ ყველა ქარხანა გააჩერა. Nissan-მა, Honda-მ და სხვა მწარმოებლებმაც აგრეთვე დროებით შეაჩერეს მუშაობა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). Reuters: იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ გამო მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 29 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/reuters-იაპონიაში-ტაიფუნ-შანშა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi