ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
პოლიციის მანქანა

გურჯაანში, 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – ინფორმაციას “მთავარ არხს” შსს-ში უდასტურებენ.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ახაშენში გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლ და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ფიქრია ტუგულაშვილისა და მალხაზ მამისაშვილის ცხედრები მეზობელმა შემთხვევით იპოვა. ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა როინ კობიაშვილი, რომელიც სოფელ ზეგაანში იპოვეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

სად და რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებული უცნობია. შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 29 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ცოლისა-და-ორი-მეგობრის-მკ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi