ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებივინ იყო მარო მაყაშვილი - ქართველ ჟანა დ'არკად წოდებული ეროვნული გმირი ქალი

ვინ იყო მარო მაყაშვილი – ქართველ ჟანა დ’არკად წოდებული ეროვნული გმირი ქალი

🇬🇪 მარო მაყაშვილი – დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა.

🎖 მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.

მარო მაყაშვილი

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.

2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა. მარო მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის “დაისის” მთავარ გმირს მისი სახელი — მარო — დაარქვა.

მარო მაყაშვილი

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

ნოემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი