მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი განქორწინდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მომღერალმა განქორწინებასთან დაკავშირებით ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოს უკვე მიმართა. წყვილი 2022 წელს ჯორჰიას შტატში დაქორწინდა და გრანდიოზული საქორწინო წვეულებაც გადაიხადეს. ჰოლივუდურმა წყვილმა რომანი ორი ათწლეულის შემდეგ განაახლა. მათი პირველი დაშორება ძალიან გახმაურებული იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში ლოპესის და აფლეკის წყვილი ყველაზე პოპულარული იყო, მათ მეტსახელად “ბენიფერს” ეძახდნენ.
მასალის გამოყენების პირობები