სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიფსიქოლოგიკატები გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას გრძნობენ - კვლევა

კატები გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას გრძნობენ – კვლევა

„კატებს ზოგჯერ უგულო, მხოლოდ ნახევრად მოშინაურებულ და ადამიანებთან ანგარების მიზნით მყოფ არსებებად მიიჩნევენ. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის“, – აღნიშნულია ახალი კვლევაში, რომელიც ამ ცხოველების ასობით პატრონის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება. კვლევამ აჩვენა, რომ კატები მგრძნობიარე, „ემპათიური“ არსებები არიან და სევდის განცდა გააჩნიათ.

კვლევა ჟურნალ „Applied Animal Behavior Science“-ში გამოქვეყნდა. მისმა ავტორებმა გამოკითხეს ოთხასზე მეტი კატის პატრონი, რომლებსაც წარსულში, იმ დროს, როდესაც სახლში კატა ჰყავდათ, სხვა შინაური ცხოველი მოუკვდათ. მკვლევარებს აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა კატებს რაიმე მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ცვლილება ქცევაში სხვა შინაური ცხოველის სიკვდილის შემდეგ. როგორც თავად ავტორები აღიარებენ, კვლევის ეს მეთოდი შორს არის სრულყოფილებისგან. მათი აზრით, კატებზე გავლენას მისი პატრონის ადამიანური ემოციები ახდენდა. აქედან გამომდინარე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანები კატებს გადასცემენ საკუთარი მწუხარებას, რომელიც შინაური ცხოველის დაკარგვას უკავშირდება – კვლევის ზოგიერთი მონაცემი სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა.

მაგრამ უკეთესი მონაცემები დღეს ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის – ისეთი ექსპერიმენტის ჩატარება, რომლის დროსაც ნატურალისტები ასობით ძაღლს და კატას მოკლავენ, ეთიკურად წარმოუდგენელია. ამიტომ, მკვლევარები იმ მონაცემებით უნდა დაკმაყოფილდნენ, რაც ხელთ აქვთ.

კვლევის შედეგები, რომლებიც მეცნიერებმა ცხოველთა სხვა სახეობებზე მსგავს გარემოებებში ჩატარებულ ადრინდელ კვლევებს შეადარეს, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ კატებს „სევდის“ სიმპტომების გამოვლენა შეუძლიათ, ანუ, მათ ქცევებში მომხდარი ცვლილებები ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ადრე მეცნიერები ამჩნევდნენ ძაღლებში, როდესაც მათთან ერთად მცხოვრები სხვა ცხოველი იღუპებოდა.

ამ გამოვლინებებს შორის ყველაზე გავრცელებულია ძილისა და კვების დარღვევები, ასევე სოციალური დარღვევები – კატები ბევრად უფრო მეტად (ან ნაკლებად) ცდილობდნენ ადამიანის მხრიდან ყურადღების მიპყრობას. თუმცა, მკვლევარებმა ასევე დააფიქსირეს, თუ როგორ ეძებდნენ კატები თავიანთ გარდაცვლილ „მეგობრებს“, ზოგჯერ საკმაოდ ინტრუზიულადაც კი. კვლევის ავტორებმა პირდაპირი კავშირებიც აღმოაჩინეს: რაც უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ კატები დაკარგულ მეგობართან, ან რაც უფრო პოზიტიური იყო მათი ურთიერთობა, მით უფრო ხშირად ავლენდნენ სევდის ნიშნებს. კვლევაში მონაწილე კატების დაახლოებით ორი მესამედი სხვა კატებთან ერთად ცხოვრობდა, ერთი მესამედი კი – ძაღლებთან.

კვლევის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ კატის სევდა ახლა უკვე კარგად აღწერილი და დოკუმენტირებული ფენომენია. ეს მხოლოდ მეორე კვლევაა ამ თემაზე, ამიტომ ფენომენის ახსნა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მაგრამ მეცნიერები აპირებენ, საკითხის შესწავლა გააგრძელონ, თუნდაც იმიტომ, რომ კატებისადმი ადამიანების „ლტოლვა“ იზრდება – სულ უფრო მეტ ოჯახს სურს სახლში კატების ყოლა.

ცხოველები და მიცვალებულებთან მიჯაჭვულობა

მეცნიერები აღარ მიიჩნევენ, რომ ცხოველებს, ადამიანის მსგავსად, ემპათიის გამოხატვა არ შეუძლიათ. ბიოლოგებმა აღწერეს ასობით შემთხვევა, როდესაც ცხოველები მიცვალებულებს გლოვობდნენ; ასეთი რამ ხშირია დელფინებში, სპილოებში და განსაკუთრებით, – პრიმატებში.

ძალიან სენსიტიური შემთხვევა აღწერა ახლახან გარდაცვლილმა პრიმატოლოგმა, ფრანს დე ვაალმა. ზოოპარკში, სადაც ის მუშაობდა, გარდაიცვალა დომინანტი მდედრი შიმპანზე, სახელად „დედა“ („Mama“). მეცნიერებმა მისი სხეული გაღებულკარიან გალიაში დატოვეს, რაც მაიმუნების მთელ კოლონიას მისი ნახვისა და შეხების შესაძლებლობას აძლევდა. მეცნიერებმა ეს ყველაფერი ვიდოთი გადაიღეს. „კადრებში ჩანს, რომ მდედრები უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ, ვიდრე მამრები. მამრებმა, რამდენჯერმე დაარტყეს სხეულს და მიწაზე გაათრიეს. ასეთი უხეში მოპყრობა შეიძლება შეუსაბამო ჩანდეს, მაგრამ ჩვეთვის ეს უცნაური არ ყოფილა: ისინი, ალბათ, გვამის გაღვიძებას ცდილობდნენ“, – წერს დე ვაალი თავის წიგნში, „დედის ბოლო ჩახუტება“.

„მდედრებიც ანალოგიურად იქცეოდნენ, – განაგრძობს მეცნიერი, – ასწიეს და ჩამოწიეს „დედას“ ხელ-ფეხი, პირშიც ჩახედეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ არ სუნთქავდა. მაგრამ როდესაც ერთ-ერთმა მდედრმა ცხედრის გათრევა სცადა, ის მკაცრად გაკიცხა „გეიშამ“, – „დედას“ მიერ ნაშვილებმა მდედრმა. სხვებისგან განსხვავებით, „გეიშა“ არავისთან წასულა საჭმელად ან სასაუბროდ და „დედას“ სხეულთან მუდმივად ახლოს იყო. ის ისევე იქცეოდა, როგორც ჩვენ, მიცვალებულის ჭირისუფლები“.

კვლევის ბმული

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი