ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიპარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველომ მე-4...

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა

ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ საინფორმაციო სააგენტოები ქვეყნების მიერ მიღწეულ წარმატებების საზომად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოსახლეობაში პოპულარული მეთოდი არის რეიტინგის შედგენა მილიონ მოსახლეზე მოპოვებული მედლების რაოდენობით.

ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მედლების რეიტინგს, შედგენილს მილიონზე მეტი მოსახლეობის ქვეყნებისთვის, სათავეში ახალი ზელანდია უდგას. ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონ 338 ათას 900 კაცია, პარიზში 20 მედალი მოიპოვა ანუ ერთი მედალი ყოველ 266 ათას 900 მცხოვრებზე.

რეიტინგში მეორე ადგილს უნგრეთი იკავებს, მესამეს კი ავსტრალია.მათ მცირედით ჩამორჩა და მეოთხე ადგილზე გავიდა საქართველო.

მედლებით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გასული აშშ ამ რეიტინგში მე-40, ჩინეთი კი 68-ე ადგილზეა. აშშ-ში 1 მედალი 2 მილიონ 665 ათას 819 კაცის წილად მოდის, ჩინეთში კი 15 მილიონ 490 ათას 879 კაცის წილად.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ილია სულამანიძე ნახევარფინალშია!
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი