ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, სადაც მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას ცნობილი, ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.
“გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი და კიდევ უფრო მაგარი ადამიანი. მეტიც, ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში. თვითონ სიკვდილი ისე ჰყავდა მოთვინიერებული, როგორც სხვას არავის, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ტრაგიკულად არ უყურებდა ახალ განზომილებაში გადასვლას. ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია. შევხვდებით მეორე მხარეს, თუ ჩემ დარჩენილ ცხოვრებაში რამედ ვივარგე. აბა, მშვიდობით, მეგობარო! თოკების დაკიდება არ დაგავიწყდეს, რომ სადაც იქნები, იქ მეც ამოვიდე”, – წერს სოციალურ ქსელში სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი.
„არჩილს არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთ პატივს ვცემდი რომ დავინახე, მახსოვს სანამ გავიაზრებდი ფეხზე წამოვუდექი და ისე მივესალმე. ასე მემართებოდა ზურაზე ოთახში რომ შემოდიოდა ფეხზე ვდგებოდი. ასეთი ადამიანები როცა არსებობენ მშვიდად ხარ, რადგან იცი, რომ ისინი წინ მიდიან“,-წერს ნინო ჟვანია.