ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით”, – წერია განცხადებაში.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

უწყების ცნობით, სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს. 7 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქალზე-ძალადობისა-და-მუქა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi