ლუგარის ლაბორატორიის დახურვაზე საუბარი არაა, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე – სარჯველაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სარჯველაძე

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის მიერ შეჩერებული დახმარების გამო, ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წყვეტს მუშაობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,-გააცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან მოუწოდა ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ გარკვეულ საკითხებს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

„საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია, რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება“,-განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეფერხება არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ლუგარის ლაბორატორიის დახურვაზე საუბარი არაა, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე – სარჯველაძე. 6 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლუგარის-ლაბორატორიის-დახ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi