ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმა გადაწყვიტა.
ირანმა ისრაელს მესიჯი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მეშვეობით გადასცა, რომელმაც პირდაპირ დაურეკა ისრაელ კაცს და განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან.
„ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს. მსოფლიომ საფასური უნდა დაუწესოს ირანს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროა ისრაელის დასჯა შემდგომი არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად.
მასალის გამოყენების პირობები