პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირმა მადურო ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარა

ევროკავშირმა მადურო ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარა

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულმა საბჭომ გამოაქვეყნა, ზუსტ შედეგებად ვერ ჩაითვლება. ასეთი განცხადება ევროკავშირის სახელით საგარეო საკითხთა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა გაავრცელა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალზე ნათლად მიუთითეს, რომ კენჭისყრის პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ხოლო ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნებიდან ოქმები დღემდე არ გამოაქვეყნა, რაც არჩევნებზე მადუროს გამარჯვებას დაადასტურებდა.

„საარჩევნო ოქმების ასლები, რომლებიც ოპოზიციამ გამოაქვეყნა და რომლებიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ განიხილა, მიუთითებს იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა დიდი უპირატესობით ოპოზიციის წარმომადგენელმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ გაიმარჯვა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მანამდე არჩევნებზე გონსალესის გამარჯვება აშშ-მა აღიარა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ვენესუელის მთავრობას, რომ დაიწყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, რაც ვენესუელის კანონმდებლობას და ვენესუელელი ხალხის სურვილს შეესაბამება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი