სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ აქტიურად ერთვება პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში

სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ აქტიურად ერთვება პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში

პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესში აქტიურად ჩაერთო ბათუმის სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“, რომელშიც შედის კლინიკები:

  1. შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი” (პუშკინის ქუჩა)
  2. შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი (ბაგრატიონის ქუჩა)
  3. შპს ,,სოლომედი”
  4. შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა”
  5. შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”

გადადით ბმულზე – https://www.facebook.com/share/p/Np3cu5tEtdPK5hFu/?mibextid=WC7FNe

გადადით ბმულზე – https://www.facebook.com/share/p/yjLGzWkoQvx8PcDx/?mibextid=WC7FNe

სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ აქტიურად ერთვება პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში - კანადური ხარისხი საქართველოში | შენი ექიმი

აღნიშნულ კლინიკებში, გარდა პაციენტთა კმაყოფილების კვლევისა, ასევე იქმნება „პაციენტთა საბჭოები, რომელთა პირველი შეხვედრა 27 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიმართება.

პაციენტები რეგულარულად – თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილ საკითხებზე, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის. „პაციენტთა საბჭოების“ შეკრებას დაესწრება პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი, იოსებ დემეტრაშვილი და მედიაჰოლდინგ „შენის“ რედაქტორი თათია გოჩაძე. აქვე აღვნიშნავთ, რომ „შენი ექიმი“ აქტიურად გააშუქებს ყველა კლინიკაში პაციენტთა ჩართულობის საკითხს.

სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ აქტიურად ერთვება პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში - კანადური ხარისხი საქართველოში | შენი ექიმი

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში, საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

 სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – აკრედიტაცია კანადის სტანდარტების მიხედვით და პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესში სწორედ დასავლური სტანდარტის უმაღლესი ხარისხია. ამიტომ სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრის“ მხრიდან ეს გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების ინტერესებსა და სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხის ამაღლებაზეა ორიენტირებული.

სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ აქტიურად ერთვება პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში - კანადური ხარისხი საქართველოში | შენი ექიმი

  აქვე აღსანიშნავია, რომ პაციენტთა კმაყოფილების კვლევა მიმდინარეობს საქართველოს 20-ზე მეტ კლინიკაში. ყველა ეს კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში გახლავთ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

აქვე გაცნობებთ, რომ „პაციენტთა საბჭოების“ პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა კლინიკებში: „პინეო“ და „ვივამედი“. ასევე პირველი შეხვედრა დაგეგმილია ქუთაისის „ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციასა“ და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონში“. აღნიშნულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრებიან პაციენტთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, იოსებ დემეტრაშვილი და მედიაჰოლდინგ „შენის“ რედაქტორი, თათია გოჩაძე.

   ცნობისთვის: „პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი