ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაიუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა

იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა

უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაზღვევის პოლისის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 121 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლია.

დაზღვევის მსურველ უცხოელ მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა სერვისებთან ერთად გამარტივებული, მოქნილი პროცედურით და კონკურენტუნარიანი ღირებულებით, მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც იზრუნოს.

დაზღვევის პოლისი ერთწლიანია და მოიცავს: პირადი ექიმისა და მარტივად ხელმისაწვდომ სხვა სამედიცინო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით; დისტანციურ კონსულტაციას ოჯახის ექიმთან; პროფილაქტიკურ კვლევებს მოცდის პერიოდის გარეშე; კომფორტულ დისტანციურ მომსახურებებს, როგორებიცაა: ანაზღაურების, ელექტრონული მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა; ულიმიტო გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას 50% თანადაფინანსებით.

ახალი სერვისის დანერგვა აუქციონის წესით შერჩეულ სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის და იუსტიციის სახლის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სერვისის პირველი მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესს, „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის გენერალური დირექტორი ნოდარ გელოვანი პირადად დააკვირდნენ.

იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სერვისების ერთ სივრცეში მიწოდების კუთხით ქვეყანაში წამყვანი უწყებაა, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვეული მაღალი ხარისხით ემსახურება.

მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით მომხმარებლის საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლი მუდმივად ნერგავს ახალ სერვისებს. დღეისთვის იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობა 500-ს აღწევს.

ინფორმაციას იუსტიციის სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

ოქტომბერი 30, 2024
როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

ოქტომბერი 30, 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
9 ნოემბერს Sakhelosno BAR-ში — Melqo და Sundraw & Vako

9 ნოემბერს Sakhelosno BAR-ში — Melqo და Sundraw & Vako

ოქტომბერი 30, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი