მომღერალი გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც მაყურებელმა „იქს ფაქტორიდან“ გაიცნო, შემდეგ კი საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენდა, ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ წარმატებაზე ესაუბრება. ის ჩიკაგოს კოლეჯში სრული დაფინანსებით სწავლობს:
„ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა ვხედავდი, რომ ჩემ გარშემო ყველა ცდილობდა ამერიკაში გამგზავრებას და იქ განათლების მიღებას. თავიდანვე გამჯდარი მქონდა გონებაში, რომ მეც იქ უნდა წავსულიყავი და შტატებში მესწავლა. იქ არის პირობები, რომ საუკეთესო მუსიკალური განათლება მიიღო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ავარჩიე კოლეჯი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, სადაც მინდოდა სწავლის გაგრძელება. როგორც კი მოვიდა ამის დრო, ჩემი მონაცემები გავაგზავნე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სრული დაფინანსებაც მომივიდა, საერთაშორისო მოსწავლეზე რაც იყო განსაზღვრული, მაშინვე გავემგზავრე…“
მასალის გამოყენების პირობები