ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიობობის ქსელი, ნიანგის განავალი, „ღამის წინდები“ - კონტრაცეფციის რომელ ხერხებს იყენებდნენ წარსულში?

ობობის ქსელი, ნიანგის განავალი, „ღამის წინდები“ – კონტრაცეფციის რომელ ხერხებს იყენებდნენ წარსულში?

კონტრაცეპციაზე დღეს მალულად აღარავინ ლაპარაკობს – უკვე ყველამ იცის, რომ ის “დემოგრაფიის მტერი” კი არა, ოჯახის დაგეგმვის მეტად ეფექტური საშუალებაა. მიუხედავად ამისა, სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო ბევრი თავს არიდებს კონტრაცეპტივების გამოყენებას. ამჟამად კონტრაცეპციული საშუალებების უზარმაზარი არჩევანია: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ბარიერული საშუალებები თუ სხვა.

დღევანდელ სტატიაში კონტრაცეფციის უძველეს მეთოდებზე გიამბობთ, რომლებსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ.

ძველ დროში ქალის ადრეულ ასაკში სიკვდილი, ხშირ შემთხვევაში, მშობიარობის გართულებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც საჭირო იყო ისეთი საშუალებების მონახვა, რაც ქალს არასასურველი ორსულობისგან დაიცავდა.

ძველი ეგვიპტე

პირველი სანდო ინფორმაცია პრეზერვატივის გამოყენების შესახებ ძველი ეგვიპტის ძეგლების გათხრების დროს აღმოაჩინეს. მას შინაური ცხოველების კანისა და ნაწლავებისგან ამზადებდნენ და წინდას წააგავდა. მათი დამზადება საკამად ძვირი ჯდებოდა, ამიტომაც ისინი მხოლოდ მდოდრებს ჰქონდათ. მათ ხელოსნები შეკვეთით ამზადებდნენ, იყო მრავალჯერადი გამოყენების.

რაც შეეხება ღარიბ ადამიანებს, ისინი სხვა უფრო იაფიან საშუალებებს იყენებდნენ, მაგალითად, ნიანგის განავალს. სექსის წინ ქალები გენიტალიებში რეპტილიის ფეკალიებს იზელდნენ. წებოვანი კონსისტენციის წყალობით, განავალს სპერმატოზოიდების ნაკადის შეკავება შეეძლო.

ანტიკური საბერძნეთი და რომი

იმის გამო, რომ ევროპაში ნიანგები არ იყო, ანტიკური საბერძნეთისა და რომის ქალებს ნიანგის განავლის ნაცვლად სპილოს ფეკალიების გამოყენება უწევდათ. მასში ბამბის ტამპონებს ურევდნენ. უფრო ღარიბი ქალები, ქიმიური ნაერთის მაგივრად, კედრის ზეთს ხმარობდნენ.

ყველაზე გავრცელებული კონტრაცეპტივები მაინც სხვადასხვა ნაყენები და ბალახეულობა გახლდათ. იმისთვის, რომ მუცლის მოშლა გამოეწვიათ, გოგონები ჭაობის პიტნის ნაყენს სვამდნენ. ეს საშუალება შველოდათ, მაგრამ ოდნავ არასწორ დოზირებას შეიძლება, მძიმედ მოეწამლა ადამიანი ან, სულაც, მოეკლა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

ნოემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
„ბიმბილი“ გლობალურ ბაზარზე — რაჭული ღვინო ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში

„ბიმბილი“ გლობალურ ბაზარზე — რაჭული ღვინო ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი