ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს კოვიდის თანმდევი მსუბუქი სიმპტომები აქვს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მას ბუსტერ-დოზაც გაკეთებული აქვს. ამასთან, ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ ორჯერ აქვს გადატანილი.

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის, კევინ ოკონორის თქმით, ბაიდენს აღენიშნებოდა სურდო და ხველა. ექიმის ცნობით, ბაიდენი იზოლირებული იქნება საკუთარ სახლში, დელავერში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებების შესაბამისად.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენი ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა. მოგვიანებით, მას ჩანიშნული ჰქონდა წინასაარჩევნო გამოსვლა, რაც გააუქმა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში ჩაუტარდა ბაიდენს ტესტირება „კოვიდ -19“-ზე.

  დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი