ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს კოვიდის თანმდევი მსუბუქი სიმპტომები აქვს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მას ბუსტერ-დოზაც გაკეთებული აქვს. ამასთან, ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ ორჯერ აქვს გადატანილი.

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის, კევინ ოკონორის თქმით, ბაიდენს აღენიშნებოდა სურდო და ხველა. ექიმის ცნობით, ბაიდენი იზოლირებული იქნება საკუთარ სახლში, დელავერში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებების შესაბამისად.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენი ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა. მოგვიანებით, მას ჩანიშნული ჰქონდა წინასაარჩევნო გამოსვლა, რაც გააუქმა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში ჩაუტარდა ბაიდენს ტესტირება „კოვიდ -19“-ზე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. 18 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯო-ბაიდენს-კოვიდ-19-დაუდა/

  „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვევა“ - ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi