პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„საოცარი ამბავი! სანამ ჩვენ გვეძინა, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ, მალე...

„საოცარი ამბავი! სანამ ჩვენ გვეძინა, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ, მალე ოლიმპიადა გაიხსნება და მას 20 მილიონზე მეტი ახალი მნახველი ეყოლება“

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ქართველი მხატვრისა და სკულპტორის, გელა წულაძის ქანდაკება განთავსდა.

სასიხარულო ინფორმაციას და ქანდაკების ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია ავრცელებს:

„საოცარი ამბავი!

სანამ ჩვენ გვეძინა სენ ჟერმენზე, მთლად „კაფე დე ფლორის” წინ, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ.

Équilibre – შეყვარებული ყმაწვილი საქართველოდან პარიზის შუაგულში, ყირაზეა გადასული სიყვარულისგან:)

ავტორი ჩვენი გელა წულაძე, მადლობა.

საოცრებები ხდება ჩვენს თავს, ევროპას ვალამაზებთ, მივილტვით და ვაცნობთ საქართველოს. ოლიმპიადა გაიხსნება მალე და 20 მილიონზე მეტი ახალი მნახველი ეყოლება ამ ქანდაკებას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართველი მოქანდაკის ნამუშევარი შუაგულ პარიზში რომ აღიმართა!

უბრალოდ დაუშვებელია ჩვენი ქვეყანა ბოლომდე არ ვაქციოთ ევროპად!“, – წერს ვიკა ბუკია.

  „იყო პერიოდი, როცა ვიყავი უმუშევარიც და მშიერიც, ისევ და ისევ მეგობრების სიყვარულით გამქონდა თავი…“ - პანჩო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი