ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 26 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 26 ივნისს

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილები შედის. პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.

დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია მგზავრთა უფლებები, რომელთა დარღვევა, ბილეთის ფულის ანაზღაურებას და ფულად კომპენსაციებსაც ითვალისწინებს.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია ბილეთში მითითებული დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან მეტი დაგვიანებით, დაგვიანებული მომსახურების განმახორციელებელმა სარკინიგზო საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მგზავრს დოკუმენტში განსაზღვრული უფლებებით სარგებლობა.

****

„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, ცვლილებები შეეხო დაუფასოებელ სურსათს.

დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა ის ინფორმაცია, რომლის დაუფასოებელ სურსათზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც სავალდებულო ხდება.

კერძოდ, სავალდებულო იქნება სურსათზე პროდუქციის დასახელების, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის ნივთიერებების შემცველი პროდუქტის ინგრედიენტების და წარმოშობის ქვეყნის მითითება.

****

რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა, გამოიწვევს იურიდიული პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით. ამის შესახებ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო იქნება.

ამასთან, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტიდან, რომლის მიღებასაც საქართველოს ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.

****

2024 წლის იანვარ-მაისში ქართული წარმოების კარტოფილის ექსპორტი წლიურად 334%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის პირველ 5 თვეში ადგილობრივ ექსპორტზე 173 ათასი დოლარის 1 106 ტონა კარტოფილი გავიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 750 ათასი დოლარის 2 246 ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს 1 კგ-ის საექსპორტო ფასი 0.15 დოლარი იყო, მიმდინარე წელს კი 0.33 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული წარმოების კარტოფილის საექსპორტო ფასი 120%-ით არის გაზრდილი.

****

დანიის მთავრობამ სოფლის მეურნეობაში ნახშირორჟანგის გამოყოფაზე გადასახადის დაწესება საბოლოოდ დაამტკიცა, რაც ევროპაში პირველი შემთვევაა.

  „პატარას საერთოდ არ ვახსოვდი...“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ

დანიაში მავნე ემისიების გამო სასოფლო-სამეურნეო გადასახადის შესახებ შეთანხმება ფერმერულ და გარემოსდაცვით ჯგუფებთან ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღწეული.

ამ შეთანხმებით, 2030 წლიდან ფერმერებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ექვივალენტურ მეტრულ ტონაზე 120 დანიური კრონის გადახდა მოუწევთ, ხოლო 2035 წლიდან ეს მაჩვენებელი 300 კრონამდე გაიზრდება.

****

ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით.

„შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა”

****

ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

გამოფენაში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები.

****

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება.

როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, საპატიმროებში მსჯავრდებულ-ბრალდებულთა ოდენობის შემცირება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

****

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა.

კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

„კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ.

****

თურქეთის Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელმაც შეერთებულ შტატებთან საპროცესო გარიგება გააფორმა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლო მოსმენა აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა. ჯულიან ასანჟმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და ის მშობლიურ ავსტრალიაში გაფრენას გეგმავს.

  წინა ღა­მეს გვი­ან და­მი­რე­კა, სა­უბ­რი­სას მი­თხრა, მოგ­წერ რა­ღა­ცა­სო... - რას ჰყვებიან დაკარგული მოზარდის მშობლები

ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ედებოდა და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი