შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაწყლის ხარისხთან დაკავშირებით GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყლის ხარისხთან დაკავშირებით GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, GWP ინფორმაციას ავრცელებს:

„ჯივიპის სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სოფელი წიწამურის მიმდებარედ, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე, ქალაქის წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

წყალმომარაგების აღდგენის დროს, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შესაძლოა, წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი