პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები"ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი" -...

“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა

კუჭის ოპერაციის შედეგად მომხდარი გართულებებით თურქეთში ქუთაისელი ქალბატონი თამარ კინწურია გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მან ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია. ოჯახი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე ექიმების დაუდევრობას შეეწირა.

„კუჭი გაეხვრიტათ. მერე ინფექციაც და ყველა უბედურება დაერთო. დაღუპეს ანგელოზი, სიცოცხლით სავსე ქალი.“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

ამ უმძიმეს ამბავს გარდაცვლილი ქალის დედაც ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს, რომ მას შვილი კლინიკაში მოუკლეს.

“ჩემი შვილია, ემიგრანტი, კეთილი, პატიოსანი, მწერალი, ენით აუწერელი სიკეთის მატარებელი, ქველმოქმედების დამფუძნებელი. ყოველთვე 100 ევროს წირავდა და ჰყავდა ბევრი მიმდევარიც. ისინიც წირავდნენ, მაგრამ სახელი და გვარები არ ჟღერდებოდა. აი ასეთი კაცთმოყვარე, უკეთილშობილესი შვილი მომიკლეს თურქეთში, სამსუნის კლინიკაში. დამიღუპეს კარგი შვილი, კარგი დედა, კარგი ბებია და უძვირფასესი ადამიანი. ალბათ, კომენტარებსაც კითხულობთ… ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, ამ სამსუნის კლინიკაში სასაკლაოა გახსნილი. მე-5 მსხვერპლი ჩემი შვილია, რაც ჩვენ ვიცით. ფრთხილად, ადამიანებო. სწორი კვებით დაიკელით წონაში… ასე დაგვღუპა ჩემმა შვილმა. მას შეეძლო სწორი კვებით დაეკლო, მაგრამ…”, – წერს მომხდარით განადგურებული დედა.

  „ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა“ - კალაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი