პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ, ვიბრძოლებთ… უნდა დავამტკიცოთ,...

„დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ, ვიბრძოლებთ… უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში“ – გიორგი მამარდაშვილი

„პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში. ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ და ეს თამაშებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე დიდი ხანია არ უთამაშია არცერთ ქართულ გუნდს და, მით უმეტეს, ნაკრებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადებას განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდში საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

  ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი უკვე მიიღეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი