პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებანახეთ, რატომ დაარქვა შვილს „ჰარი პოტერის“ გმირის სახელი ნინო მუმლაძემ

ნახეთ, რატომ დაარქვა შვილს „ჰარი პოტერის“ გმირის სახელი ნინო მუმლაძემ

ნინო მუმლაძე და მისი მეუღლე, გუგა გოგინაშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ. მსახიობი დედობის ახლად შეძენილ ემოციებზე ჟურნალ „სარკის“ ახალი ნომერში საუბრობს.

„ჩემი ახალშობილი არის რონი გოგინაშვილი. ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, რა დაგვერქმია ჩვენი შვილისთვის… ბოლოს მამიკომ მოიფიქრა ეს სახელი. ეს არის ინგლისური სახელი, თან, ჩემი მეუღლის ბავშვობის საყვარელი ნაწარმოების გმირის, ჰარი პოტერის საუკეთესო მეგობარს ჰქვია. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ისეთი სახელი დაგვერქმია, რომელიც ძალიან გავრცელებული არ იქნებოდა…

ყველა მეუბნებოდა, არ გარისკო ფიზილოგიურად მშობიარობა, 38 წლის ასაკში პირველი მშობიარობისთვის ჯობია საკეისრო გაიკეთოო, მაგრამ ექიმს ვენდე და ეს არჩევანი გავაკეთე…

ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. იმის გამო, რომ მსგავსი გამოცდილება არ მაქვს, ყველაფერს მძაფრად აღვიქვამ. საკუთარ თავთან მაქვს კითხვები, რამდენად სწორად ვაკეთებ, რაც ბავშვს ეხება, დედობის პირველი ეტაპი მართლა ძალიან რთულია…“

  „მიყვარხართ ყველა, ვისაც მე გიყვარვართ. ვისაც არა, თქვენი პრობლემაა“ - სურამელაშვილი საქართველოში ბრუნდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი