ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში საჰაერო ბუშტებით ნაგავი გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში საჰაერო ბუშტებით ნაგავი გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი საჰაერო ბუშტი გაუშვა, რომლებზეც ნაგავი იყო მიბმული – მათ შორის პლასტმასის ბოთლები, ელემენტები, ფეხსაცმელი და ნეხვი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბუშტებმა ორი კორეის საზღვარი 28 მაისს საღამოს გადაკვეთა და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში დაეშვა. სამხედროებმა ნაგავი დეტალური ანალიზისთვის შეაგროვეს.

„ჩრდილოეთ კორეის ეს ქმედებები ცალსახად არღვევს საერთაშორისო სამართალს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხალხის უსაფრთხოებას. მკაცრად ვაფრთხილებთ ჩრდილოეთ კორეას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი არაადამიანური და ვულგარული ქმედებები“, – აღნიშნულია სამხრეთ კორეის შტატების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის განცხადებაში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მსოფლიოში მილიარდ ადამიანზე მეტს ჭარბი წონა აწუხებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი