„მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი…“ – რას წერს ხათუნა სამნიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
xr:d:DAF9m8wnx2k:563,j:1954986258593795390,t:24040612

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რომელიც ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიის პროცესს გადის, საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს და სკოლის დამთავრების პერიოდს იხსენებს.

ამ პოსტით ხათუნა სამნიძე სკოლის მოსწავლეების ბოლო ზარის დღეს ულოცავს:

„ბოლო ზარის ლამაზმა ფოტოებმა გამახსენა…

ეს ჩემი ოთხმოცდაათიანების სკოლის დამთავრებაა

- Advertisement -
Ad imageAd image

მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი, მიზანს მივაღწევდი, ყველაფერს..

არა, რაღაცები კარგად გადავდგი-გადმოვდგი, აღმართზე სიარულიც ვისწავლე:)) მაგრამ იმდროინდელი თავდაჯერება და სილაღე რა მაგარია

მერე მიზნებსაც რაღაც ემართება, დინებაზე მიყოლა ჩვეულებრივი რამ ხდება, ბარიერის წინ შეყოვნებაც გიწევს და შიშებიც იცოცხლე, ისეთი ბევრი და მრავალფეროვანია.

ჰოდა, მინდა ჩვენი მაგარი გოგოები და ბიჭები, დღეს რომ ხელმოწერებით აჭრელებულები გულს გვიხარებენ, სულ ასე ლაღები, მაგრები, მიზანდასახულები, ძლიერები და რწმენით სავსენი იყვნენ მერეც, სულ!

ჩვენც, ჩვენც, ისეთი დრო გამოვიარეთ, სულ უნდა გვქონდეს თვითრწმენა და ცხოვრების სიყვარული

- Advertisement -
Ad imageAd image

სხვანაირად არ შეიძლება. Life is beautiful:)“, – წერს ხათუნა სამნიძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი…“ – რას წერს ხათუნა სამნიძე. 20 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მჯეროდა-მთებს-გადავდგა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi