„როცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ცარიელი დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ გვერდით ძალიან ცოტა ერთგული ადამიანი დამრჩა…“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ფულთან მიმართებით და საუბრობს ცხოვრების ეტაპზე, როდესაც ფინანსების გარეშე დარჩა…

როცა მდგომარეობა შეიცვალა და ყველაფრის გარეშე დარჩით, მეგობრების ნაწილი ჩამოგშორდათ?

ლოლა წერეთელი:

დიახ, დიახ, სამწუხაროდ, ასეც ხდება. ამიტომაც ვამბობ, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც ყველაფერზე მაღლა ფული დგას და ამის მიღმა არაფერი აინტერესებთ, მათ შორის, არც მეგობრობა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ფსიქოლოგიურად როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს?

ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, რა მექნა, საერთოდ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. ვიყავი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ბევრი ჰქონდა. როცა ასე იყო, მე არავინ მავიწყდებოდა, ყველასთან ხელგაშლილი ვიყავი. ხოლო, როცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ცარიელი დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ გვერდით ძალიან ცოტა ერთგული ადამიანი დამრჩა. ადამიანები, რომლებიც გასაჭირის დროს ჩემ გვერდით არ აღმოჩნდნენ, ჩემს გონებაში დავბლოკე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „როცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ცარიელი დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ გვერდით ძალიან ცოტა ერთგული ადამიანი დამრჩა…“. 15 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როცა-ჩემი-მდგომარეობა-შ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi