პარლამენტის პლე-ნარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე “ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.
სამხარაძის მხრიდან ხაბეიშვილისადმი ადგილი ჰქონდა გინებასაც. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
****
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამართალ-დარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე.
აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების 134 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც დაწესდა ფინანსური სანქციები, სამართალ-დამრღვევებს კი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების დასუფთავება დაევალათ.
****
პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, „მშობელთა მარშის“ ორგანიზატორები და წევრები შეუერთდნენ, რომლებმაც აქციაზე სამზარეულოს ინვენტარი მოიტანეს.
„ეს პროტესტის ერთგვარი ფორმაა, რომელსაც დიდი ხმაურის გამოწვევა შეუძლია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი რაოდენობაა გამოსული და ვაპროტესტებთ ყველაფერს, იმ სირცხვილს, რაც ახლა ამ პარლამენტში ხდება. ვერავინ ვერ შეძლებს, ჩვენ რუსეთში დაგვაბრუნოს! ვცდილობთ, ვიხმაუროთ და მოგვისმინონ!” – განაცხადა ნინო ორდენიძემ.
****
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
ახალი საცხოვრებელი კორპუსი 90-ბინიანია. მათგან 36 ერთეული გარემონტებული გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 ერთეული ბინა, თეთრი კარკასის კონდიციაში და 7 ერთეული ავტოსადგომი გათვალისწინებულია მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით.
****
კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დაწყების წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა უკრაინელ სამხედროებს ყველაზე მეტად სჭირდებათ საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით კი ხარკოვის ოლქში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის „რთული პერიოდი“ დადგა. მან მადლობა გადაუხადა ენტონი ბლინკენს სამხედრო დახმარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაკეტისთვის, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინამ აშშ-სგან შეიარაღება რაც შეიძლება მალე მიიღოს.
****
რუსეთის არა-სანქცირებადი ქარხნებიდან საწვავის შემოტანა შესაძლოა, ისევ დაიწყოს. ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე 92 ტიპის რეგულარის ბენზინის დეფიციტია, რაც ფასის მატების ერთ-ერთი განმაპირობებელია. თუმცა, ფასი დასტაბილურდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში 5-7 თეთრის ფარგლებში გაიაფდეს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინი 6-დან 20 თეთრამდეა გაძვირებული.
****
სასტუმროებზე მოთხოვნა ქართველი დამსვენებლის მხრიდან შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.
შედარებით შემცირებაა ქართველი დამსვენებლების მხრიდან. მიმდინარე პროცესების გამო, რეკლამა ეფექტურად ვერ მუშაობს.
რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს, მათი რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა იყო მოლოდინი, რომ მიმდინარე სეზონზე უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.
თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ განთავსებული „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დაასრულა.
შეთანხმების თანახმად, 2 თვეში განხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და დაიწყება იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც გმირთა მოედნის საავტომობილო გზის გაფართოებას გულისხმობს.
****
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქ-რუთში ადგილობრივები 63-ე დღეა უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და ღამეს კარვებში ათენებენ. მოსახლეობა „ჯორჯიან მან-განეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებს.
მოსახლეობის თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და საფლავები, ადგილზე ცხოვრება კი უსაფრთხო არ არის. ისინი მოითხოვენ, რომ კომპანიამ შეასრულოს ხელ-შეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამასთანავე, ითხოვენ, რომ მიეცეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.
****
საქართველო უცხოელ ტურისტ-თა შორის არა-ერთი მიმართულებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ აქტუალურია გასტრო-ტურიზმის მიმართულება. იმ ფონზე, როცა მიმდინარე პერიოდში ზამთრის კურორტებზე სეზონი დასრულებულია და ზაფხულის საკურორტო სეზონი ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა, უცხოელი დამსვენებლები საქართველოში ძირითადად ინტერესდებიან გასტრო-ტურიზმით, ღვინისა და საკვების დეგუსტაციით.
მიმდინარე პროტესტის ფონზე, ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა. გასული წლიდან მოყოლებული დღემდე გასტრო-ტურიზმზე მოთხოვნა სტაბილურია.