ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„დედა, მიშველე...“ - 6 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია, რომლის სამაშველო ოპერაცია პირდაპირი...

„დედა, მიშველე…“ – 6 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია, რომლის სამაშველო ოპერაცია პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა (იტალია)

1981 წელს იტალიაში, ქალაქ ვერმიჩინოში 6 წლის ალფრედო რამპლის სამაშველო ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ბიჭუნა არტეზიული ჭისგან გაჩენილ 80-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა. მის ისტორიაში ბევრი რამ ბოლომდე გაუგებარი დარჩა. მაგალითად, მასწავლებელი, რომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეც ჭა მდებარეობდა, ირწმუნებოდა, რომ ის თავღია არ ყოფილა და კარგად იყო დაცული. მოწმეები საპირისპიროს ამტკიცებენ.

11 ივნისს ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსმა უკვე იცოდა მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. ის თავად მივიდა ჭასთან და საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ ეძახდა ალფრედო დასუსტებული ხმით დედას. სამაგიეროდ, ჭაში ჩანათება მხოლოდ ტელერეპორტიორების მძლავრი პროჟექტორებით მოხერხდა, რადგან სამაშველოს ასეთი ხელსაწყო არ აღმოჩნდა. ცხადი იყო, რომ ადგილობრივ ძალებს არც კომპეტენცია და არც სათანადო აღჭურვილობა არ ჰყოფნიდათ, რომ ამ მძიმე ინციდენტს გამკლავებოდნენ. დამატებითმა ძალებმა, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონებიდან გამოიძახეს, უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. ჭაში ჩაუშვეს ხის დაფა, რომ ალფრედო მასზე აცოცებულიყო და ზემოთ ამოეყვანათ. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ დაშავებული და დასუსტებული ბავშვი, რომელიც გაჭედილი იყო ნაპრალში, ამას ვერ მოახერხებდა. ცოტა ხანში უარესი რამ მოხდა – დაფა 24 მეტრის სიღრმეზე მოწყდა და თითქმის მთლიანად გაჭედა ჭის ისედაც ვიწრო ღიობი.

ტელევიზიების წარმომადგენლებმა ჭაში მიკროფონი ჩაუშვეს. ამჯერად უკვე გარკვევით ისმოდა უმწეო ბავშვის ტირილი, საშველად კი დედას ეძახდა. ”დედა, ამომიყვანე აქედან, ხელი და ფეხი მტკივა, დავიღალე” – ისმოდა მიკროფონში. დედა, ფრანკა რამპლი მწუხარებისგან გოდებდა, გული უკვდებოდა შვილის ხმის გაგონებაზე, თუმცა ვერაფერს შველოდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ ქალი ერთ დღეში დაბერდა.
უბედური შემთხვევიდან უკვე რამდენიმე საათი იყო გასული, როცა ჭაში ახალგაზრდა სპალეოლოგი ჩაძვრა, თუმცა მხოლოდ გაჭედილ დაფამდე მიაღწია, უკან ამოსულმა კი მაშველებს ურჩია, გამოცდილი სპალეოლოგებისთვის მიემართათ. რატომღაც ახალგაზრდის რჩევა არ გაითვალისწინეს.
სამაშველო სამსახურმა ახალი იდეა წამოაყენა – გვერდით ახალი შახტა გაებურღათ და ისე გამოეყვანათ ბიჭი. ამ საქმის შემსრულებელი ბრიგადის ხელმძღვანელმა ტულიო ბერნაბეიმ გამოთქვა ზრი, რომ ბურღვის ვიბრაცია უარეს საქმეს იზამდა – შეიძლებოდა ბიჭი უფრო ქვემოთ ჩავარდნილიყო. არც მას მოუსმინეს.
ადგილზე იტალიის მაშინდელი პრეზიდენტი, სანდრო პერტინი მივიდა და მიკროფონების წინ დაიმედებულმა განაცხადა, რომ ბიჭუნას გადარჩენის ოპერაცია სულ მალე წარმატებით დასრულდებოდა, რადგან ოპერაციაში 100-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა. საუბედუროდ, არც მას მოსვლია აზრად, რომ საქმეში საერთაშორისო დონის მაშველები და ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები ჩაერთოთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი შახტის ბურღვის ხმამ ბიჭი კიდევ უფრო შეაშინა და პანიკაში ჩააგდო. საბოლოოდ კი მბურღავის საშინელი ვარაუდი გამართლდა, ვიბრაციამ მიწის ჩაშლა გამოიწვია და ბიჭუნა კიდევ 29 მეტრით დაბლა ჩავარდა. მიკროფონში უკვე მისი აზრს მოკლებული სიტყვები და ბოდვა ისმოდა.

  ძროხის ვირუსი ჟირაფში? - სამხრეთ აფრიკაში უცნაური ჟირაფი შენიშნეს

ტულიო ბერნაბეიმ თავად გადაწყვიტა ჭაში ჩაშვებულიყო, თუმცა 40 მეტრ სიღრმეზე სუნთქვა ვეღარ შეძლო, ფიზიკურადაც ვეღარ ეტაოდა ნაპრალში. ბიჭუნას დასუსტებული ხმა კი მაინც ესმოდა. საბოლოოდ ალფრედომდე, ანუ 55 მეტრ სიღრმემდე ერთ-ერთმა მუშამ, ანჯელო ლიკერიმ ჩააღწია. ბავშვს შეეხო, სახეც გაუთავისუფლა ჭუჭყისგან, თუმცა ამოყვანა ვერ შეძლო. ბიჭუნა გაჭედილი იყო ნაპრალში და ანჯელოს ის ხელიდან უსხლტებოდა.ამ შემთხვევის შემდეგ ანჯელოს ჯანმრთელობა სამუდამოდ შეირყა. ის თავით ქვემოთ 2 საათის განმავლობაში ეკიდა, რაც ადამიანის შესაძლებლობებთან შეუთავსებელია.”წლების განმავლობაში მესიზმრებოდა კოშმარებში ალფერდო. კარგად მახსოვს, როგორ ახლოს ვიყავი ბიჭთან, მაგრამ ვერაფრით ამოვაძვრინე, სახეზე შევეხე, პირი მიწისგან გავუსუფთავე, თითებზეც შევეხე, მაგრამ ვერ შევძელი” – იხსენებდა ის. წაიკითხეთ სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.