კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა საბერძნეთის დედაქალაქი დაფარა

მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა საბერძნეთის დედაქალაქი დაფარა

საბერძნეთის დედაქალაქი საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დაფარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უდაბნოს მტვრის ანალოგიურმა ღრუბელმა ათენი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისშიც დაფარა. ის ასევე დაფიქსირდა შვეიცარიაში და სამხრეთ საფრანგეთში.

მტვრის გამო გაუარესებულია ჰაერის ხარისხი. დღეს დილიდან შეუძლებელი იყო აკროპოლისის დანახვა. ღრუბელი ქვეყნის ჩრდილოეთითაც გავრცელდა და სალონიკამდეც მიაღწია. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ, სახლებიდან გასვლას მოერიდონ და ატარონ პირბადე, ვიდრე ღრუბელი არ დაიშლება.

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა - აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი