კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღის ამბები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს

დღის ამბები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს

საქართველოში უცხოელების კურიერად დასაქმების საკითხი უკვე დიდი ხანია, რაც ამ სფეროში მომუშავე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მეტად აქტუალურია, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს.

„საქართველოში მომუშავე უცხოელი კურიერების უმეტესობამ ჩვენი ენა თითქმის არ იცის. უმეტეს შემთხვევებში უჭირთ სწორ მისამართზე შეკვეთის მიტანა და იკარგებიან, ამიტომ თუ შეგვიძლია, ვეხმარებით ხოლმე“, – ამბობს თბილისში მომუშავე ქართველი საკურიერო კომპანიის კურიერი.

ამის გარდა, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანი იწყებს კურიერად მუშაობას და ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერი შეკვეთა, ნებისმიერი ანაზღაურების სანაცვლოდ მიიტანონ სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც ხელს უშლის ქართველ კურიერებს მუშაობაში.
****

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის შეფასებით, ცვლილება განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7%-იანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

აღსანიშნია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.9%-ით გაიზარდა.

****

საფრანგეთი კანონპროექტს ამზადებს, რომელიც სამსახურში თმის სტრუქტურის, სიგრძის, ფერის ან სტილის მიხედვით ყოველგვარ დისკრიმინაციას კრძალავს.

დოკუმენტი ეროვნულმა ასამბლეამ უკვე მიიღო და განსახილველად სენატს გადაეგზავნა.

კანონმდებლების განცხადებით, ბევრ ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაო გასაუბრებამდე თმის ვარცხნილობის შეცვლა უწევს. ამდენად, ახალი კანონი აკრძალავს ადამიანების დისკრიმინაციას ხუჭუჭა, შეღებილი თმის ან სხვა ვარცხნილობის მიხედვით, რომელიც ამჟამად არაპროფესიონალურად აღიქმება. კანონი ასევე მელოტ ადამიანებს დაიცავს.

*****

გუდაური -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

****

მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციისგან, ასევე მთის ტრასების სააგენტოდან – ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა განაცხადა.

  „გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს, ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა, ეს შესაძლებელია“ - ნათია ფანჯიკიძე

მისივე თქმით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისას მიიღეს ძალიან სამართლიანი პირობები და საინტერესო ღონისძიებები.

****

ამ ერთი კვირის განმავლობაში, სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არც არგუმენტი, არც საუბარი, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც ხუციშვილი განმარტავს, დისკუსიები კონკრეტულ რეგულაციებთან მიმართებით უნდა შედგეს და არა ზოგადად.

„საუბარი აგენტის იარლიყის მიწებებაზე არ არის. ვფიქრობ, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ სათაურს გავცდეთ და საუბარი შინაარსზე დავიწყოთ, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.“-განაცხადა ხუციშვილმა

****ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი გაააქტიურებს კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის და მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი პოლიტიკური ძალებისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მირა ჯოანას თქმით, იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსული გავლენის მცდელობები, უნდა შეხედო, რა ხდება მოლდოვაში.

*****

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ შორის არსებული თანამშრომლობა 2024-2025 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი, ერთობლივი პროექტები განხორციელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ და ორგანიზაცია Save the Children-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ გოლუბიანმა მოაწერეს ხელი.

***

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარ ვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. „ჯორჯიან ეარ ვეისის“ ინფორმაციით, პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.

„ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება და ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში“, -აღნიშნულია ინფორმაციებში.

***

მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონის მიღების შედეგად 145 ათასს ფიზიკურ პირს ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.

  როგორ ვისწავლე საკუთარი თავის პატივისცემა – ნაბიჯ-ნაბიჯ

კობახიძემ გადაწყვეტილების მომზადებისთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

***

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია სახელწოდებით „შრომის ინსპექტორი“ ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ინტერაქციულ შეხვედრაზე, ყველა იმ ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრეს, რაც უწყების მანდატში შედის, მათ შორის ტრეფიკინგის, შრომის ზოგადი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.

***

ისრაელის თავდაცვის ძალები შორსაა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისგან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

“ღაზის სექტორში „ჰამასის“ არცერთ ბრიგადას არ დავტოვებთ აქტიურს. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ, როცა გადავწყვეტთ”, – განაცხადა ჰალევიმ.

„დღის ამბების“ პარტნიორია „რადიო პოზიტივი“

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.