შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთეთრის სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია მოუწოდებს ჟურნალისტებს, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ

თეთრის სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია მოუწოდებს ჟურნალისტებს, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ

თეთრის სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია მოუწოდებს ჟურნალისტებს, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ. როგორც „ბიბისი“ წერს, ბორტზე, ნომერი ერთი, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაკარგულია ბრენდირებული ბალიშის პირები, სათვალე და მოოქროვილი თეფშები, რომლებიც სავარაუდოდ მოიპარეს.

მომხდარის შემდეგ, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების წაღება დაუშვებელია.

მარტში ასოციაციამ სპეციალური წერილი გაუგზავნა ჟურნალისტებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბორტ ნომერ ერთიდან ნივთების მოპარვა ძალიან ცუდად აისახება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც თეთრ სახლში არიან აკრედიტებულები და ეს უნდა შეწყდეს.

როგორც თეთრ სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნულია, ჟურნალისტებს ხშირად ურიგებენ კანფეტს, რომლის კოლოფიც ბრენდირებულია, თუმცა თვითმფრინავიდან ისეთი ნივთების წაღება, როგორიცაა მაგალითად პირსახოცი ან ჭურჭელი წლების განმავლობაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი