შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიონიდერლანდებში შეიარაღებულმა პირმა კაფეში მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრება - „150 სახლიდან...

ნიდერლანდებში შეიარაღებულმა პირმა კაფეში მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრება – „150 სახლიდან მოქალქეების ევაკუაცია განხორციელდა“

ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლაქ ედე­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც თა­ვის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბა, ად­გი­ლობ­რივ კა­ფე­ში მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა.

პო­ლი­ცი­ამ სამი მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა კა­ფე­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 4-5 უნდა იყოს.

და­ნე­ბით შე­ი­არ­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ღა­მის კლუბ Café Petticoat-ში დი­ლის სა­ა­თებ­ში შე­ვი­და და თა­ვის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით მომ­ხდარ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი მო­ტი­ვი არ იკ­ვე­თე­ბა.

ედეს პო­ლი­ცი­ის თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ბარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე 150 სახ­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა თა­ვის ვებ­სა­იტ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრი და­კე­ტი­ლია და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სპეც­რაზ­მი და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  კაცმა, თანამშრომლებთან კამათის გამო, კარაოკე ბარში ხანძარი გააჩინა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი