ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიმომაკვდავი მამის თხოვნით, ქალიშვილმა საქორწინო ცერემონია კლინიკის რეანიმაციაში გამართა

მომაკვდავი მამის თხოვნით, ქალიშვილმა საქორწინო ცერემონია კლინიკის რეანიმაციაში გამართა

წყვილი, პატარძლის მომაკვდავი მამის თხოვნით, საავადმყოფოში დაქორწინდა. შემთხვევა აშშ-ს ტეხასის შტატში მოხდა, რომლის შესახებ ინფორმაციას WLOX ავრცელებს.

მიშელ ავილამ და ანტონიო მორენომ დაქორწინება დააჩქარეს, რადგან პატარძლის მამამ აღიარა, რომ ქალიშვილის გათხოვება მისი უკანასკნელი ოცნება იყო. ის თებერვლიდან კლინიკაში იწვა საშიში გართულებებით და მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდებოდა.

საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით, წყვილმა ლამაზად გააფორმა ოთახი, სადაც მამა იწვა და მოკრძალებული საქორწინო ცერემონია გამართა.

“ის ბედნიერი იყო, ამას მისი თვალები ამბობდნენ. ყველას მადლობა გადაუხადა იმ ლამაწი წუთების ჩუქებისთვის. მეორე დილითაც კი ექიმებს და ექთნებს ისევ მადლობას უხდიდა და იმეორებდა, როგორი მადლიერი იყო, რომ ის მომენტი ოჯახთან ერთად გაატარა” – ამბობს პატარძალი.

ამ ლამაზი ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ 65 წლის ხოსე ანტონიო ავილა გარდაიცვალა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  VIDEO: გიორგი ქოჩორაშვილის მოულოდნელი საჩუქარი კახელ რობი პაპას და მის შვილიშვილს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი