სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedროგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან - იცოდეთ, ფიშინგის გავრცელებული მეთოდები

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან – იცოდეთ, ფიშინგის გავრცელებული მეთოდები

ინტერნეტთაღლითობა ციფრული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, იქნება ეს Phishing თუ Smishing. სამწუხაროდ, ამ ტიპის შეტევების შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ აუცილებელია, იცნობდე გავრცელებულ მეთოდებსა და მათგან თავდაცვის გზებს.

რადგან დღეს ადამიანების უმრავლესობა უმეტესად ვირტუალურ სივრცეში იყრის ხოლმე თავს, ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეობა სწორედ ფიშინგია – კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება ონლაინ სივრცეში უკანონო გზებით. ამ მიზნით თაღლითები ხან მეილით გიკავშირდებიან, ხანაც მიმზიდველ შეთავაზებებს ათავსებენ სოციალურ ქსელებში. თუმცა, მსგავსი შემთხვევებისგან სრულად დაცული მაშინაც არ ხარ, თუკი სოციალურ ქსელებს აქტიურად არ იყენებ – შეთავაზება შენამდე SMS-ის სახითაც შეიძლება მოვიდეს. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.

სმიშინგი და მისგან თავდაცვის გზები

სმიშინგი იგივე SMS-ფიშინგია: თაღლითები გზავნიან მიმზიდველ შეთავაზებას ტელეფონზე; რომ, მაგალითად, დიდი რაოდენობით ქულები მოიგე და ბმულზე გადასვლის შემთხვევაში ამ „საჩუქრის“ განაღდებას შეძლებ. ბმულზე მოტყუებით გადასულ მომხმარებელს ხვდება ფორმა, სადაც მისი ინტერნეტ ან მობილბანკის მონაცემების შეყვანას სთხოვენ.

პირველ რიგში, დააკვირდით საიდან მოგდით შეტყობინება. არის თუ არა ეს ბანკის/ორგანიზაციის ოფიციალური საკონტაქტო ნომერი. გახსოვდეს, რომ SMS შეტყობინებას მხოლოდ იმ ოფიციალური მისამართიდან მიიღებ, საიდანაც, როგორც წესი, შეტყობინებას იღებ ხოლმე. ამასთან, ყოველთვის დააკვირდი იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც მონაცემების შეყვანას გთხოვენ: ის თაღლითებმა ზოგჯერ ბანკის/ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებმისამართსაც შეიძლება მიამსგავსონ. მისამართში შესაძლოა შეცდომა იყოს ან საერთოდ სხვა დასახელება ჰქონდეს. საეჭვო მისამართის შემთხვევაში, გადაამოწმე ბანკის/კომპანიის ცხელ ხაზზე, სოციალურ მედიაში ან სხვა ნებისმიერი ოფიციალური არხით მისი სანდოობა.

გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემამდე, ან თუნდაც საეჭვო ბმულზე გადასვლამდე, აუცილებლად დაუკავშირდი ბანკის/ორგანიზაციის წარმომადგენელს და გადაამოწმე მისი ვალიდურობა.

რეკლამები სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში პოსტის შექმნა და მერე მისი დარეკლამება რთული ამოცანა სულაც არაა. შედარებით უფრო ძნელია, აუდიტორია დაარწმუნო, რომ შენი შეთავაზება ნამდვილია. სწორედ ამიტომ, თაღლითები ხშირად მოქმედებენ თუნდაც სხვადასხვა კომპანიის სახელით და ასე არეკლამებენ საფრთხისშემცველ „გათამაშებას“. გათამაშება კი, რეალურად, კვლავაც საეჭვო ვებგვერდზე გადასვლას საჭიროებს, სადაც პირადი მონაცემების გამხელას გთხოვენ.

ამ დროსაც მნიშვნელოვანია, ყველაფერი კომპანიის წარმომადგენელთან გადაამოწმო. თუმცა, ამასთან, აუცილებლად მიაქციე ყურადღება რეკლამის შემქმნელ გვერდს: ჰყავს თუ არა ბევრი გამომწერი და აქვს თუ არა წარსული აქტივობა: სხვა, არასარეკლამო პოსტები.

ერთ პატარა ხრიკსაც გასწავლით: ინტერნეტთაღლითები, როგორც წესი, გრამატიკას და მართლწერას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ამდენად, დარეკლამებული პოსტის ტექსტი დაკვირვებით წაიკითხე.

საეჭვო ინვესტირების შეთავაზება არარეალური მოგების დაპირებით

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ მეთოდს გამოვყოფდით: როცა დარეკლამებული პოსტი ინვესტიციის გაღებას მოგების დაპირებით გპირდება. რა თქმა უნდა, კვლავაც გაურკვეველი წარმომავლობის ვებგვერდზე გეპატიჟებიან, ხშირად უცხოენოვანზე, და შეიძლება პატარა ტესტის გავლაც მოგთხოვონ.

კვლავაც გირჩევდით, არ გასცე არანაირი ინფორმაცია, მით უმეტეს, თანხა, სანამ შესაბამის წარმომადგენელთან არ გადაამოწმებ და არ დარწმუნდები მის ვალიდურობაში.

საფრთხე ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდებზე

როგორც გითხარით, ინტერნეტთაღლითობის მეთოდები მრავალფეროვანია და ესეც ამის დასტურია: ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდებზე შეიძლება შეხვდე პირს, რომელიც შენი ნივთის შეძენით დაინტერესდება და გეტყვის, რომ თანხას ფულად გზავნილად გირიცხავს. მეტი დამაჯერებლობისთვის, ზოგჯერ შესაბამისი გადახდის ქვითრის ფოტოსაც კი გზავნიან (რა თქმა უნდა, ყალბს) და სახიფათო ბმულის მისამართს ურთავენ.

ბმულის მისამართი რომ ყოველთვის უნდა გადაამოწმო, ეს უკვე გითხარით, მაგრამ აქვე ისიც დაიმახსოვრე, რომ ფულადი გზავნილის მისაღებად არანაირ ვებგვერდზე გადასვლა არ გჭირდება: საკმარისია, მხოლოდ ინტერნეტ ან მობილბანკს ეწვიო და გზავნილის კოდი შეიყვანო. არავითარ შემთხვევაში არ გასცე პირადი ინფორმაცია მასზე, ვინც გზავნილის მისაღებად სხვა გვერდზე გადასვლისკენ მოგიწოდებს.

უსაფრთხოების საბაზისო ტექნიკები კიბერთაღლითობის პრევენციისთვის

ინტერნეტთაღლითობის გავრცელებული მეთოდების ჩამოთვლის შემდეგ, მოკლედ შეგახსენებთ უსაფრთხოების საბაზისო ტექნიკებს:

ნუ გადასცემ პირად მონაცემებს მესამე პირებს;

ნუ გაუზიარებ მობილბანკის და/ან ინტერნეტბანკის მონაცემებს მესამე პირებს;

დარწმუნდი, რომ მონაცემები სანდო ვებგვერდზე/აპლიკაციაში შეგყავს.

რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ ნებისმიერი საეჭვო შემთხვევისას შეგიძლია კომპანიასთან/ბანკთან გადაამოწმო ცალკეული შეთავაზებისა თუ აქციის რეალურობა და მხოლოდ ოფიციალურად დადასტურების შემდეგ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი