25 მარტს ლელა კილაძემ დაბადების დღე აღნიშნა. მას 41 წელი შეუსრულდა.
გრანდიოზული იუბილეს სხვა სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ კილაძის ყოფილი ქმრები – ნიკა მაჭარაძე, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი, ასევე მისი ახლანდელი შეყვარებული გიორგი ცაგარელი. მათ ერთად საერთო ფოტოც კი გადაიღეს.
ლელა კილაძე რამდენიმეჯერ იყო დაოჯახებული. წინა ორი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკა მაჭარაძესთან განქორწინების შემდეგ კი, მაშინდელ თბილისის მერს, გიგი უგულავას გაჰყვა ცოლად და კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე შეეძინა. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და ამჯერად გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა.
წყვილს საერთო ქალიშვილი თრინითი შეეძინათ, თუმცა მოგვიანებით გუკა რჩეულიშვილს ოჯახური ძალადობის ფაქტზე უჩივლა და კინოპროდიუსერი დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გუკამ ლელას საჯარო მადლობა გადაუხადა და წყვილი შერიგდა, თუმცა რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
ლელა ახალ შეყვარებულთან, ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმართან, გიორგი ცაგარელთან ერთად გამოჩნდა და წელიწადზე მეტია, რაც ერთად არიან. სოციალურ ქსელში აქვეყნებენ საერთო ფოტოებს, სადაც გრძნობებს არ მალავენ.
მასალის გამოყენების პირობები