პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„8 კილოგრამი თვენახევარში, კიდევ 2 დამრჩა“ – მაია ასათიანი წონაში კლების საიდუმლოს...

„8 კილოგრამი თვენახევარში, კიდევ 2 დამრჩა“ – მაია ასათიანი წონაში კლების საიდუმლოს ამხელს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მაია ასათიანი გამომწერებს წონაში კლების საიდუმლოს უმხელს.

როგორც მაია აღნიშნავს, ზედმეტი წონის პრობლემას ცხოვრებაში პირველად შეეჯახა, მანამდე მთელი ცხოვრება წონაში მომატებას ცდილობდა.

მისი თქმით, წონაში მატება სამსახურიდან წამოსვლამ განაპირობა.

„ტვ-დან რომ წამოვედი, სტრესის გამო, ჰორმონალური პრობლემები მქონდა. 10 კილოგრამი მოვიმატე და ვერაფრით ვიკლებდი“, – ამბობს მაია.

მისივე განცხადებით, ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი მინერალები ზღვარს ქვემოთ იყო.

„დავიწყე მკურნალობა, ვარჯიში, სირბილი, დიეტა და ეს შედეგიც დადგა. – 8 კილოგრამი თვენახევარში, კიდევ 2 კგ დამრჩა“, – წერს მაია ასათიანი.

მაია ასათიანის რჩევაა, „თუ წონაში ვერ იკლებთ, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს“.

 

  მინუს 6 კგ. მოკლე დროში! მსიამოვნებს სარკეში ჩემი ანარეკლის დანახვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი