სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დიდად არ მომწონს ამდენი ყურადღება, მაგრამ გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“ -...

„დიდად არ მომწონს ამდენი ყურადღება, მაგრამ გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“ – რას ამბობს ბუდუ ზივზივაძის მეუღლე?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ნინი კვერნაძე „იმედის დილის“ ეთერში იყო სტუმრად და მეუღლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელობის ცოლობას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

„ბევრი მოგზაურობა გვიწევს, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება… უარყოფითი მხარე ისაა, რომ შენი ოჯახის წევრები არ არიან შენ გვერდით, არც ახლობლები, არა გაქვს სახლი, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებ ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდად დამღლელი არ არის, თვითონაც მეხმარება ყველაფერში, მორალურად, ბავშვის მხრივაც. ვერ ვიტყვი, რომ მარტო ვზრდი ბავშვს, თანაბრად ვართ ჩართულები შვილის აღზრდაში.

არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წინა თამაშის მერე იმდენი მოლოცვა მოგვდიოდა, იმ საღამოს რომ დავიწყეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი. ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად არ მომწონს ამდენი ყურადღება. გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება.

ისე გამოვიდა, რომ თავი ოჯახს მივუძღვენი. ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ენა რომ არ იცი, რა უნდა გააკეთო. თან, ბავშვიდან გამომდინარე. არც ძიძა გვყავს, არც დამხმარე და ჩემი 24 საათი შაის ეკუთვნის. მიყვარს ენების სწავლა და თუ თავისუფალი დრო მაქვს, ამას ვუთმობ. ესპანურსა და კორეულს ვსწავლობ…“, – ამბობს ნინი.

მისივე თქმით, ამ თამაშებისთვის მისი მეუღლე გამორჩეულად ემზადებოდა. ძალიან უყვარს ტკბილი, მაგრამ თვენახევარია, არ უჭამია.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი გვყავს, ვცდილობთ, ჯანსაღად ვიკვებოთ. შაის და ბუდუს ერთნაირი კვების რეჟიმი აქვთ…“, – აღნიშნავს ნინი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი