აშშ-ში, ბალტიმორის ხიდს სატვირთო გემი შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევა ღამის 1:30 საათზე მოხდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ჩამონგრევის მომენტში ხიდზე რამდენიმე ავტომობილი იყო, რომლებიც წყალში ჩაცვივდნენ. ამ დროისთვის მაშველები შვიდ ადამიანს ეძებენ.
რაც შეეხება გემს, შეჯახების შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობისთვის მოქალაქეები შემოვლით გზას იყენებენ.
Sheni Network
ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორის განცხადებით, გემი, რომელსაც ბალტიმორი უნდა დაეტოვებინა, შეეჯახა ხიდის სვეტს, რამაც ნგრევა გამოიწვია.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ბალტიმორის ხიდს სატვირთო გემი შეეჯახა – რამდენიმე ავტომობილი წყალში ჩაცვივდა, მაშველები შვიდ ადამიანს ეძებენ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi

