თბილისის 32-ე სკოლაში მოსწავლემ „წიწაკის სპრეი“ გაუშვა – ბავშვების ნაწილი საავადმყოფოში არიან, დირექტორი და პედაგოგები გამოკითხვაზე იმყოფებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სკოლის დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). თბილისის 32-ე სკოლაში მოსწავლემ „წიწაკის სპრეი“ გაუშვა – ბავშვების ნაწილი საავადმყოფოში არიან, დირექტორი და პედაგოგები გამოკითხვაზე იმყოფებიან. 26 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-32-ე-სკოლაში-მოსწა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi