სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოქალს, რომელმაც 1 წლის შვილი ათი დღით მარტო დატოვა და შეყვარებულთან ერთად...

ქალს, რომელმაც 1 წლის შვილი ათი დღით მარტო დატოვა და შეყვარებულთან ერთად წავიდა, განაჩენი გამოუტანეს

ამე­რი­კელ ქალს, რო­მელ­მაც წლი­ნა­ხევ­რის შვი­ლი 10 დღით მარ­ტო და­ტო­ვა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დამ­ნა­შა­ვის მშობ­ლებ­მა მო­სა­მარ­თლეს პა­ტი­ე­ბა სთხო­ვეს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ ეს არ გა­ით­ვა­ლი­სიწ­ნა და გა­ნა­ჩე­ნი მძი­მე აღ­მოჩ­ნდა – სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე.

შემ­თხვე­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოხ­და. 31 წლის კრის­ტელ კან­დე­ლა­რიო გა­სულ ზა­ფხულს სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვი­და მზი­ან პუ­ერ­ტო რი­კო­ში. 16 თვის ბავ­შვი კი სახ­ლში, მა­ნეჟ­ში ჩას­ვა და რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი რძე და­უ­ტო­ვა.

ამის შემ­დეგ კარი გა­ი­ხუ­რა და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად წა­ვი­და – სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნობ­და და დროს მხი­ა­რუ­ლად ატა­რებ­და. ამ დროს ბავ­შვი ასო­ბით კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ტი­რო­და და წყურ­ვი­ლის­გან იტან­ჯე­ბო­და. წლი­ნა­ხევ­რის გო­გო­ნას არც წყა­ლი ჰქონ­და, არც საჭ­მე­ლი, არც ერთი სუ­ლი­ე­რი არ ჰყავ­და სი­ახ­ლო­ვეს.

“მი­ტო­ვე­ბის გან­ცდა. შიმ­ში­ლი­სა და უკი­დუ­რე­სი წყურ­ვი­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი – ეს არის ტან­ჯვის ტიპი, რო­მელ­საც ვფიქ­რობ, ვერც ერთი ჩვენ­გა­ნი ვერ გა­ი­გებს ბო­ლომ­დე, ჩვენ ვერ გა­ვი­გებთ, რა გა­ნი­ცა­და გო­გო­ნამ“, – ამის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ დე­დას ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. უც­ნო­ბია, მას­ში დე­დობ­რივ­მა გრძნო­ბებ­მა გა­იღ­ვი­ძა, თუ დას­ჯის შე­ე­შინ­და, კრის­ტე­ლი პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და და სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა. ექი­მე­ბის მოს­ვლამ­დე ქალ­მა გო­გო­ნას სუფ­თა ტან­საც­მე­ლი ჩა­აც­ვა, მაგ­რამ ამით ვერ და­მა­ლა ბავ­შვის მიერ გან­ცდი­ლი სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვის კვა­ლი. გო­გო­ნა ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი იყო, ტუ­ჩე­ბი წყურ­ვი­ლის­გან დამსკდა­რი ჰქონ­და. სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი ნა­ნა­ხით შოკ­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ბავ­შვს ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს.

უმ­კაც­რე­სი გა­ნა­ჩე­ნი

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს კან­დე­ლა­რი­ოს მშობ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ მათ ქა­ლიშ­ვილს ლმო­ბი­ე­რად მო­პყრო­ბოდ­ნენ, რად­გან მას ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მათი თქმით, ბოლო დროს ის ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში იყო, რის გა­მოც ვერ იღებ­და ადეკ­ვა­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს. მაგ­რამ ამან არ იმოქ­მე­და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.

ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ცი­დენ­ტამ­დე ცოტა ხნით ადრე ქალ­მა ბავ­შვი 2 დღით და­ტო­ვა მარ­ტო.

“დე­და­სა და შვილს შო­რის კავ­ში­რი ყვე­ლა­ზე სუფ­თა და წმინ­დაა. ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია სიყ­ვა­რულ­ზე, ნდო­ბა­ზე და ურ­ყევ დაც­ვა­ზე. ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა არის ღა­ლა­ტი”, – თქვა მო­სა­მარ­თლემ.

კან­დე­ლა­რი­ოს მი­ე­სა­ჯა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა პი­რო­ბი­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე. მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა ქალ­მა აღი­ა­რა, რომ ინა­ნი­ებს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღე ილო­ცებს ბავ­შვის სუ­ლის მო­სას­ვე­ნებ­ლად.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

ნოემბერი 26, 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი