ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის რთუ­ლია, როცა მე­უღ­ლე სახ­ლი­დან სულ გა­სუ­ლია“ - როგორ ცხოვრობს ქეთი...

„ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის რთუ­ლია, როცა მე­უღ­ლე სახ­ლი­დან სულ გა­სუ­ლია“ – როგორ ცხოვრობს ქეთი მერკვილაძე, რომელიც 2 000-იან წლებში პოპულარობით პრეზიდენტის შემდეგ მეორე ადგილზე იყო

2 000 წელს, ქეთი მერ­კვი­ლა­ძე პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში პრე­ზი­დენ­ტის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. მისი სიმ­ღე­რე­ბი ყველ­გან ის­მო­და, მისი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი კი მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რით გა­ი­ყი­და. გა­ვი­და წლე­ბი, იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში ჩნდე­ბა. მუ­სი­კა­ზე უარი არ უთ­ქვამს, თუმ­ცა კა­რი­ე­რა­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა აქვს.

ახლა დროს ოჯახს, მე­უღ­ლე­სა და შვილს უთ­მობს. ბედ­ნი­ე­რია, რომ ხალ­ხი დღემ­დე ცნობს, ახ­სოვთ და უყ­ვართ…

– ქეთი, იმ წლე­ბი­დან, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თქვენს სიმ­ღე­რებს მღე­რო­და, დიდი ხანი გა­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­უ­ბიზ­ნეს­ში აღარ დარ­ჩით, უამ­რავ ადა­მი­ანს დღე­საც ახ­სოვ­ხართ. რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

– დიახ, დრო გა­ვი­და და ცხოვ­რე­ბის სხვა ეტა­პი და­ი­წყო. რაც მთა­ვა­რია, იმ პე­რი­ოდ­მა მო­მი­ტა­ნა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი და ახ­ლაც ვგრძნობ. შო­უ­ბიზ­ნეს­ში დარ­ჩე­ნა არ ყო­ფი­ლა ჩემი თვით­მი­ზა­ნი. რო­დე­საც სიმ­ღე­რას ვი­წყებ­დი, ის პრო­ფე­სი­ად არ მქო­ნია არ­ჩე­უ­ლი, პო­პუ­ლა­რო­ბამ და დრო­ის დე­ფი­ციტ­მა არ და­მი­ტო­ვა დრო სხვა საქ­მის­თვის. მე­ო­რე პრო­ფე­სი­ით, კლი­პე­ბის რე­ჟი­სო­რი ვარ, კლიპ­მე­ი­კე­რი. ახლა ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რი­თა­დად მო­ცუ­ლია ჩემი ოჯა­ხით, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რით. ბავ­შვებ­თან ვმუ­შა­ობ, მაქვს მუ­სი­კა­ლუ­რი წრე. მუ­სი­კას­თან მა­ინც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვარ.

– თქვე­ნი მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნია, ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ, რომ თა­ვი­დან არ ჰქო­ნია სურ­ვი­ლი, რომ კა­რი­ე­რა გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ, ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სი­დან წახ­ვე­დით?

– ასე ვამ­ბობ.?.. ეს ხუმ­რო­ბით. რთუ­ლია ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის, რო­დე­საც მე­უღ­ლე სახ­ლი­დან მუდ­მი­ვად გა­სუ­ლია. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბი. კარ­გად რომ გა­ა­კე­თო, ამის­თვის მაქ­სი­მუ­მი გჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც შო­უ­ბიზ­ნეს­ში ხარ. ეს არის მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, სიმ­ღე­რე­ბი, სტუ­დია, ტე­ლე­ვი­ზია, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი, სა­ღა­მო­ე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლში მხო­ლოდ და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დი­ხარ. ასეც იყო, რო­დე­საც აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი შო­უ­ბიზ­ნეს­ში, მე და მამა გვი­ან მოვ­დი­ო­დით სახ­ლში. ის ჩემი პრო­დი­უ­სე­რი იყო.

მე­უღ­ლეს ასე­თი პი­რო­ბა არ წა­უ­ყე­ნე­ბია ჩემ­თვის. ჩვენ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ძი­რი­თად დროს ოჯახს და­ვუთ­მობ­დი. გა­და­ცე­მებ­ში, შო­უ­ებ­ში ახ­ლაც მივ­დი­ვარ, თუ რა თქმა უნდა, თემა მომ­წონს.

  მამა პეტრე საპატრიარქოს პასუხობს - „ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, რომელიც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მეც მაქვს კი­თხვე­ბი და იმე­დია, ისი­ნიც გას­ცე­მენ პა­სუხს“

– რო­გო­რი მე­უღ­ლე ხართ, რა არის თქვე­ნი ოჯა­ხის სიმ­ყა­რის სა­ი­დუმ­ლო?

– სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ არ ვიცი რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი რომ შე­ვა­ფა­სო. ჩვენ უკვე 15 წე­ლია, ერ­თად ვართ, რაც შევ­ხვდით, პირ­ვე­ლი დღი­დან. ის ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მე შე­და­რე­ბით ემო­ცი­უ­რი ვარ, მაგ­რამ მალე ვქრე­ბი. ორი­ვეს ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი გვაქვს და ვის­წავ­ლეთ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა. რაც დრო გა­დის, მით უკე­თე­სად იც­ნობ ადა­მი­ანს და ნაკ­ლე­ბი გა­უ­გებ­რო­ბა ხდე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუ გიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი, წლე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო გიყ­ვარ­დე­ბა. მე ასე ვარ.

– შვილ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, უკვე დიდი ბიჭი იქ­ნე­ბა, იცის, რომ დედა ერთ დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო?

– შვი­ლის და­ბა­დე­ბამ სა­ერ­თოდ შეც­ვა­ლა ჩემი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა. ორი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდი. ძა­ლი­ან აფა­სებს და მოს­წონს, რაც გა­მი­კე­თე­ბია, ხალ­ხი რომ მხვდე­ბა და სი­ხა­რულს და პა­ტი­ვის­ცე­მას მი­ზი­ა­რე­ბენ, გა­და­ცე­მა­ში რომ მხე­დავს. სა­ერ­თოდ ახ­ლან­დე­ლი ბავ­შვე­ბი აზ­როვ­ნე­ბენ რო­გორც უკვე დიდი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი და ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, რაც ჩვენ არ გვქონ­და, ამი­ტომ სწო­რად შე­უძ­ლი­ათ ანა­ლი­ზი და კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. იცის რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვის დრო­ზე დიდი შრო­მა და ენერ­გია არის ჩა­დე­ბუ­ლი.

– ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ვი­ცით, ვი­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი აღარ შე­უქ­მნი­ათ, მაგ­რამ ხში­რად ჩა­ნან ტე­ლე­ვი­ზი­ით, მე­დი­ით. თქვენ კი ამ ყვე­ლაფ­რის­გან დას­ვე­ნე­ბა არ­ჩი­ეთ. მგო­ნია, რომ ოჯახს უფრთხილ­დე­ბით.

– არის ეს ფაქ­ტო­რიც. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე ყველ­გან არ მივ­დი­ვარ, საკ­მა­ოდ ხში­რად მე­ძა­ხი­ან, მაგ­რამ ერთი და იგი­ვე თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და, ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ ვე­კი­თხე­ბი, რა არის გა­და­ცე­მის სა­სა­უბ­რო თემა. თუ ის არ არის მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის, უარს ვამ­ბობ.

– თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა მა­მას, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, მახ­სოვს, ჰყვე­ბო­დით, რომ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გვი­ან გა­ი­გეთ და მკურ­ნა­ლო­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გო­რია მა­მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, რა შე­იც­ვა­ლა, მახ­სოვს, რომ ყო­ველ­თვის ეკი­თხე­ბო­დით აზრს.

  ქსელში ავარიის გამო, ელექტრომომარაგება შეწყდება - რომელ ქუჩებს შეეხებათ შეზღუდვა

– მამა იყო ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი. მან შექ­მნა პირ­ვე­ლი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია ‘’აია’’, რო­მე­ლიც წერ­და და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკე­თებ­და სა­კუ­თარ სტუ­დი­ა­ში შექ­მნილ მუ­სი­კა­ლურ პრო­დუქ­ცი­ას. წლე­ბი მუ­შა­ობ­და ეს სტუ­დია. ბევ­რი მომ­ღერ­ლის და მუ­სი­კო­სის ალ­ბო­მი ჩა­ი­წე­რა ჩვენ­თან, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი. ბევ­რი არან­ჟი­რე­ბის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც დღეს შოუ ბიზ­ნეს­ში მუ­შა­ობს ამ პრო­ფე­სი­ით, ჩვენს სტუ­დი­ა­ში აღი­ზარ­და, რად­გან იმ წლებ­ში ინ­სტრუ­მენ­ტის ყიდ­ვა და სა­კუ­თა­რი სტუ­დი­ის შე­ნახ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მამა აძ­ლევ­და მათ სწავ­ლის და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჩემი რამ­დე­ნი­მე ალ­ბო­მიც სტუ­დია ‘’აია’’- ში შე­იქ­მნა. მათ შო­რის ალ­ბო­მი „ქალს“. მხო­ლოდ სიმ­ღე­რა „ქალს“ იყო ჩა­წე­რი­ლი სტუ­დია ‘’მე­ლო­დი­ა­ში’’. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ გარ­კვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ის ახლა რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და, რას იტყო­და. ძა­ლი­ან რთუ­ლია მის გა­რე­შე.

– ქეთი, პო­პუ­ლა­რო­ბამ 2000-იან წლებ­ში ალ­ბათ ბევ­რი უარ­ყო­ფი­თიც მო­გი­ტა­ნა, მახ­სოვს, ხში­რად იგო­ნებ­დნენ თქვენ­ზე ჭო­რებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ღირ­და? – მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­დით…

– სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უფრო გა­ნიც­დიდ­ნენ. დედა, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩარ­თუ­ლი იყო ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მამა. ჭო­რებ­მა იმ­დე­ნად არა, ერ­თმა ის­ტო­რი­ამ სიმ­ღე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო მატ­კი­ნა გული, თუმ­ცა, ახლა არ მინ­და ამის გახ­სე­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ღირ­და თუ არა – ღირ­და, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მო­მი­ტა­ნა.

– რო­დის უს­მენთ ხოლ­მე თქვენს სიმ­ღე­რებს, რო­დის მო­დის მუ­სი­კის ნოს­ტალ­გია…

– რო­დე­საც სხვე­ბი უს­მე­ნენ. იმ­დენ დროს მო­ი­თხოვს თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რის შექ­მნა, რომ ათას­ჯერ გვაქვს მოს­მე­ნი­ლი, სა­ნამ ხალ­ხი მო­ის­მენს.

– ქეთი, რომ არა ის დრო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლა მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, რო­გორ ფიქ­რობთ, თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა სხვა­ნა­ი­რად წა­ვი­დო­და?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტის გა­კე­თე­ბა ალ­ბათ შე­უძ­ლე­ბე­ლია. პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და, არა­ნაკ­ლე­ბი იყო „ქალს“. თუმ­ცა ეს შე­მო­სავ­ლე­ბი არ კონ­ტროლ­დე­ბო­და და მე­კობ­რე­ე­ბი ყიდ­დნენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. 2000 წელს წლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლის ჯილ­დო ავი­ღე. ყვე­ლა­ზე ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი. რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და და პირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და, პირ­ველ ად­გილ­ზე მე და­მა­სა­ხე­ლეს, პრე­ზი­დენ­ტის შემ­დეგ. ერთ-ერთი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი გა­ზე­თის გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბით. მი­თ უ­მე­ტეს, ის დრო საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო არა მარ­ტო შოუ-ბიზ­ნე­სის­თვის, სა­ერ­თოდ ქვეყ­ნის­თვის. ახლა რომ ვი­წყებ­დე კა­რი­ე­რას და 15 წლის ვიყო, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მექ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლის, ინ­ტერ­ნე­ტის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ, იგი­ვე მიღ­წე­ვას ვი­ნატ­რებ­დი, რა­საც უკვე მი­ვაღ­წიე.

  „ვეღარ ვმღეროდი... აღარ მინდოდა არაფერი, საშინელი დეპრესია მქონდა...“

– და­სას­რულს გკი­თხავთ, რას შეც­ვლი­დით იმ წლე­ბი­დან და მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან ენ­დო­ბო­დით ადა­მი­ა­ნებს და ბევ­რმა გული გატ­კი­ნათ.

– მოკ­ლედ ვი­ტყვი. ბევრ მათ­განს ახ­ლოს არ გა­ვი­კა­რებ­დი. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი