ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა ემოციები დაეუფლა ნუცა ჯანელიძეს, როცა მოულოდნელად ბინა გადასცეს - „25 წელია,...

რა ემოციები დაეუფლა ნუცა ჯანელიძეს, როცა მოულოდნელად ბინა გადასცეს – „25 წელია, არ მაქვს საკუთარი სახლი, დავეხეტები უბნიდან უბანში, სახლიდან – სახლში“

ნუცა ჯანელიძეს ახლახან მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულდა – მას საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე ბინა აჩუქეს. ბინა მისი მეგობრის, სოსო ტყემალაძის ოჯახისგან მიიღო საჩუქრად. fortuna.ge ცნობილ მუსიკოსსა და კონცერტმაისტერს ესაუბრა, რომელიც ამ სიახლით გაოგნებული ჩანდა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სცენაზე ბოლომდე ვერც გააცნობიერა, რა მოხდა, როდესაც დათო ოქიტაშვილმა ნაჩუქარი ბინის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, ნუცა ჯანელიძე ძალიან დაბნეული იყო…

რა ემოცია გქონდათ, როდესაც სცენაზე, თქვენი ვარსკვლავის გახსნისას შეიტყვეთ, რომ ბინა მიიღეთ საჩუქრად, ბინა, რომელსაც წლებია, ნატრობთ…

პრობლემები ნამდვილად მქონდა, მაგრამ ახლა პრობლემებზე ლაპარაკის დრო არ არის. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ არც გამიგია, რა მოხდა. დარბაზში ნაცნობ ადამიანებს ვესალმებოდი. დათო ოქიტაშვილმა რომ თქვა რაღაც, გასაღებიც გადმომცა. საერთოდ არ მახსოვს არაფერი… ბავშვი რომ იყო მის გვერდით, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ბავშვს ვკითხე, ეს მართალია-მეთქი? კი, მართალიაო. აბა, დედა დაიფიცე-მეთქი (იღიმის). სცენაზე ვკითხე ეს… ყველამ მითხრა, დაშოკილი სახე გქონდაო. ნამდვილად ასე ვიყავი, ჩემს ოთხ შვილიშვილს გეფიცებით… „ფორტე“… იცოდნენ და არ მითხრეს, რა უნდა ველაპარაკო მათ? წარმოგიდგენიათ? კულისებში რომ გავედი შოკირებული, ვიცოდით, ვიცოდითო, კინაღამ მივახრჩვე ყველა (იღიმის).

როგორც დათო ოქიტაშვილმა დაწერა, ეს საჩუქარი სოსო ტყემალაძისგან მიიღეთ…

დიახ… ჩვენი ოჯახის ახლობელია… კონცერტის წინ მას დავურეკე, მისი მეუღლე იყო დარბაზში, მაგრამ თავად მან მოსვლა ვერ მოახერხა. გული მწყდებოდა, რომ ვერ მოვიდა და ვთხოვე ნებართვა, სცენიდან მადლობის თქმა მინდოდა, მაგრამ სულ სხვა საკითხზე. ალბათ, იცით, რა მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის კონცერტზე კარგი გახმოვანება. სწორედ ამაში ვთხოვე კონცერტამდე დახმარება და დამეხმარა. ამიტომ მინდოდა მისთვის მადლობის თქმა. მთხოვა, არაფერი მეთქვა…

როდის გადმოგეცემათ ბინა?

ახლა მოვდივარ აზრზე. ჯერ არავისთვის არაფერი მიკითხავს. არც ვიცი, ვის უნდა ვკითხო. გავიგებ, რა ხდება. არ ვიცი, ბინა სად არის და როგორია, უბრალოდ, ფაქტი არის, რაღა დაგიმალოთ და ძალიან სასიამოვნო.

„ახალგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა“ – ფილარმონიის წინ ნუცა ჯანელიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ხშირად გითქვამთ, რომ მრავალი წელია, საკუთარი ბინა არ გაქვთ…

25 წელიწადია, არ მაქვს საკუთარი ბინა. ვცხოვრობ ქირით ამდენი წელია, მხოლოდ მე არა, მთელი ოჯახი. ასე დავეხეტებით უბნიდან უბანში, სახლიდან – სახლში, აქედან იქით. მაგრამ ღმერთის წყალობით, სამსახური მაქვს. როცა ხელფასს ავიღებ, ეგრევე ვახურდავებ და ვიხდი ქირაში. კიდევ კარგი, რომ ხელფასი მაქვს.

როგორი შეგრძნებაა, როცა ბოლოს და ბოლოს საკუთარი ბინა გექნებათ?

ვაიმე, ძალიან წარმოუდგენელია და ძალიან მაგარია!!! ყველას, ვისაც ასეთი რამ განუცდია, ვუყურებდი და ჩემთვის ვფიქრობდი, დედა, რა ბედნიერი ეს ადამიანი, ნეტავ, ახლა რას გრძნობს, მეც გამაგებინა-მეთქი. კიდევ ერთხელ მინდა, სოსო და მის ოჯახს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და შესანიშნავი ოჯახის კარგად ყოფნა. რაც ფილარმონიის დარბაზში დალოცეს, არც ერთი არ მოაკლოს ღმერთმა… წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

31 October, 2024
“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

ოქტომბერი 31, 2024
სამზარეულოს დიზაინისთვის 3 გამორჩეული ფერთა კომბინაცია, რომელიც ინსპირაციას მოგცემთ

სამზარეულოს დიზაინისთვის 3 გამორჩეული ფერთა კომბინაცია, რომელიც ინსპირაციას მოგცემთ

ოქტომბერი 31, 2024
ერთადერთი მამაკაცი საქართველოში, რომელმაც “ვეფხიტყაოსანი” ზეპირად იცის

ერთადერთი მამაკაცი საქართველოში, რომელმაც “ვეფხიტყაოსანი” ზეპირად იცის

ოქტომბერი 31, 2024
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

31 ოქტომბერი 2024
საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

ოქტომბერი 31, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

31 ოქტომბერი 2024
რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი