ხათუნა ჟორდანია სტუმრობდა გადაცემა „დღის პოსტს“, სადაც გაიხსენა ის რთული პერიოდი, რომლის გადატანაც ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის დროს მოუხდა.
მან იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებიც ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დაუდგნენ, განსაკუთრებით კი შვილზე – ნინი ქარსელაძესა და მეუღლეზე – ზურა ხაჩიძეზე გაამახვილა ყურადღება.
„ნინი ძალიან ყოჩაღია, ძალიან ჭკვიანია. ისე გაერკვა ონკოლოგიაში, რომ ბევრი ექიმის კონსულტანტობა შეითავსა. სულ ვამბობ: იქით სიკვდილი იყო და აქეთ – სიცოცხლე, ნინიმ სიკვდილს ხელიდან გამომგლიჯა და ეს დიდ წილად ნინის დამსახურებაა. ისე მითმენდა, ისეთ რაღაცებს უძლებდა, გაბობოქრებული, ურჩი პაციენტი ვიყავი და მას ძალიან ვებრძოდი, მაგრამ გაუძლო..
ზურა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა, მეუბნებოდა, ნეტავ, ეს მე დამმართნოდა, შენ ისეთი მაგარი ხარ, მე ხომ გამომაძვრენდი ამ მდგომარეობიდანო“, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.
მასალის გამოყენების პირობები