სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„არავის ვურჩევ ყიდვას“ - რომელი პროდუქტებია მაღალი რისკის შემცველი

„არავის ვურჩევ ყიდვას“ – რომელი პროდუქტებია მაღალი რისკის შემცველი

ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი, – ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ხორცისა და რძის პროდუქტებისგან ადამიანი შესაძლოა, იმდენად მძიმედ მოიწამლოს, რომ ლეტალობა დადგეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ რძის და ხორცის პროდუქტები სიფრთხილით შეარჩიოს.

„ხორცპროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი. ჩვენთან არ არის დადგენილი რას შეიძლება ეწეროს სოსისის, ძეხვი და ა.შ. რძის ნაწარმის რეგლამენტი როცა იქნა მიღებული, ერთ-ერთი საკითხი იყო ის, რომ მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტს არ შეიძლებოდა წერებოდა რძის ნაწარმის სახელწოდება. ხორცპროდუქტების შემთხვევაში მსგავსი რეგლამენტი არ არსებობს.

მეორე არის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები – ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი. ამ პროდუქტებისგან ადამიანი შეიძლება ისე მოიწამლოს, რომ სიკვდილის შემთხვევებიც არის. ასევე შეიძლება ცხოველური დაავადებები გადაედოს ადამიანს, აქედან გამომდინარე ამ პროდუქციის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო, ასევე სახელმწიფო უფრო მეტად უნდა აკონტროლებდეს“, – განაცხადა კობალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თავი უნდა შევიკავოთ ისეთ ადგილებში პროდუქციის შეძენისგან, სადაც არ არის სათანადო ჰიგიენური მოთხოვნები დაცული. ეს განსაკუთრებით ეხება მალფუჭებად პროდუქციას.

„ჩურჩხელა არ არის მაგალითად მალფუჭებადი, მაგრამ მისი გარეგანი დაბინძურება, შეხებით თუნდაც, რა პირობებში არის ხოლმე ჩამოკიდებული… არავის ვურჩევ ყიდვას – ღია ცის ქვეშ, მტვერში რომ არის ჩამოკიდებული. მალფუჭებადი პროდუქცია არის ძალიან საშიში – რძის ნაწარმი იქნება ეს, კვერცხი, ხორცი. გარდა იმისა, რომ შეიძლება გაფუჭდეს, საქონელი ხშირად არ არის დაკლული ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ, გარეთ იმიტომ ყიდიან, რომ არის შინაურ პირობებში დაკლული. არც ცხოველის ჯანმრთელობა ვიცით და არც მისი დაკვლის პირობები. თერმულ დამუშავებას რაც შეეხება, თერმულ დამუშავებამდე ხელით უნდა შევეხოთ იმ ხორცს, შეიძლება ჯილეხი გადაგვედოს და თერმული დამუშავებასაც გააჩნია“, – განაცხადა კობალაძემ. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი