პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ცალი ფეხით იქით ვიყავი…“ - ზალიკო ბერგერი სიკვდილს გადაურჩა

„ცალი ფეხით იქით ვიყავი…“ – ზალიკო ბერგერი სიკვდილს გადაურჩა

გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ზალიკო ბერგერმა გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„8 იანვარს რაღაც ტკივილმა დამარტყა და დატრიალდა ყველაფერი. წმინდა მატრონა, მიშველე-მეთქი, დავიძახე და გამიარა. ვიფიქრე, ნაბახუსევი იყო. ავდექი და დავლიე სასმელი. აზრზე მოვედი, ბარზე მქონდა თავი მირტყმული. მივხვდი, რომ ეს ჭვალი არ იყო. თურმე კუჭი გაიხვრიტა და შიდა სისხლდენა მქონდა. მარტო ვიყავი სახლში… ისეთი ტკივილია, ჯოჯოხეთის ტკივილი ალბათ ესაა. ცხოვრებაში სასწრაფო არ გამომიძახებია, ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეძახებინა… დავრეკე მეგობართან… ცალი ფეხით იქით ვიყავი… სასწრაფო საცობის გამო ვერ მოდიოდა… მოწამლული ვეგონე და მეგობრებმა, სანამ სასწრაფო მოვიდა, დამალევინეს ერთი ლიტრი სოდიანი წყალი. ამან, იცით, რა მიქნა? იცით, რა ტკვიილი იყო? ღმერთო, ეს რა ტკივილია-მეთქი. მიხვდნენ, რომ მოწამვლა არ იყო და მანქანით წამიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში. შემთხვევით კარგი მორიგე ჯგუფი შემხვდა. ოპერაცია დამჭირდა. მანამდე არაფერი მაწუხებდა…“

  "უცუდესი რამე უნდა ვთქვა! მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება" - საგანგაშო ექსპერიმენტი, რა აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიშ ყველში?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი