პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომამაკაცმა კოვიდის საწინააღმდეგო აცრა 217-ჯერ ჩაიტარა - როგორია მისი მდგომარეობა?

მამაკაცმა კოვიდის საწინააღმდეგო აცრა 217-ჯერ ჩაიტარა – როგორია მისი მდგომარეობა?

“ჰი­პერ­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი” გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 29 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა 217-ჯერ ჩა­ი­ტა­რა, არც ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლა და არც ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი გა­ნუც­დია. 62 წლის მა­მა­კა­ცის ის­ტო­რია ჟურ­ნალ Lancet Infectious Diseases-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­შია აღ­წე­რი­ლი.

62 წლის მა­მა­კა­ცი მაგ­დე­ბურ­გი­დან სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ მას “პი­რა­დუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო” დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. აკა­დე­მი­კო­სებ­მა მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ გა­ზე­თი­დან შე­ი­ტყვეს და მას კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სთხო­ვეს: “და­ვუ­კავ­შირ­დით და სხვა­დას­ხვა კვლე­ვის გა­კე­თე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ. ის მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და”,- აცხა­დებს დოქ­ტო­რი კი­ლი­ან შო­ბე­რი.

მკვლე­ვარ­თა გუნ­დმა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ პა­ცი­ენტზე 134 აც­რის ჩა­ტა­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც 8 სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნას მო­ი­ცავ­და. მათ წარ­სულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სის­ხლის ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ ჩა­ტა­რე­ბულ ანა­ლი­ზებს შე­ა­და­რეს: “დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ უჩ­ვე­უ­ლო ჰი­პერ­ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შე­სამ­ჩნე­ვი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ მოჰ­ყო­ლია. ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ წამ­ლებს ტო­ლე­რან­ტო­ბის კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვთ”,- დას­ძი­ნა შო­ბერ­მა.

მკვლე­ვა­რებ­მა ისიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ 62 წლის მა­მა­კა­ცის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. მათი ცნო­ბით, ის იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუსს იწ­ვევს გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ დო­ნე­ზე იყო იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლებ­მაც მხო­ლოდ სამ­ჯერ ჩა­ი­ტა­რეს ვაქ­ცი­ნა. “სუსტ იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე არა­ფე­რი მი­უ­თი­თებ­და, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ პი­რი­ქით იყო”,- გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა თა­ნა­ავ­ტორ­მა კა­ტა­რი­ნა კო­ხერ­მა.

  მსოფლიოში პირველად, ადამიანს სრულიად მექანიკური ტიტანის გული გადაუნერგეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი