ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ლიტრი საწვავი საქართველოში შესაძლოა, მარტის ბოლოდან 20 თეთრით გაძვირდეს“ - რას პროგნოზირებს...

„ლიტრი საწვავი საქართველოში შესაძლოა, მარტის ბოლოდან 20 თეთრით გაძვირდეს“ – რას პროგნოზირებს ეკონომისტი

მარტის ბოლოდან ლიტრი საწვავი საქართველოში შესაძლოა, 20 თეთრით გაძვირდეს, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. რუსეთი კი, საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი იმპორტიორია და იმპორტის დაახლოებით 60-61% სწორედ რუსეთზე მოდის. შესაბამისად, მათგან ექსპორტის აკრძალვამ შესაძლოა, ფასის ცვლილება საქართველოშიც გამოიწვიოს, რადგან იმპორტიორებს რუსული საწვავის ჩანაცვლება მოუწევთ, რაც უფრო ძვირი ჯდება.

„რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ არასტაბილური პარტნიორია და ეკონომიკურად როდის შექმნის პრობლემას არავინ იცის. აქ მთავარი როლი ახლა გადადის ნავთობიმპორტიორების ხელში, მათ უნდა შეძლონ და ლოჯისტიკური ხარჯების შეკვეცა/შემცირებით და ახალი გზების პოვნით დააბალანსონ ფასთა შორის სხვაობა.

ჩვენი „უპირატესობა“ იყო ის, რომ საქართველოში იმპორტირება ხდებოდა რუსეთიდან უფრო იაფად ვიდრე ეს მოხდება აზიიდან ან ევროპიდან. შესაბამისად, თუ რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვის შემდეგ ევროპულ ბაზარზე მოხდება გადაწყობა, ლოჯისტიკური ანუ იმპორტირების ხარჯი თავისთავად აისახება საქართველოში საწვავის ფასშიც.

ვვარაუდობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტირების ხარჯები არ გაიაფდა და დარჩა იგივე, რაც არის დღეს, ლიტრი საწვავი დაახლოებით 20 თეთრამდე გაძვირდება. რაც შეეხება ვადებს, ფასის მატება მოსალოდნელია მარტის ბოლოდან, თვენახევრიან-ორთვიან პერიოდში,“- აღნიშნა აბესაძემ. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ტაქსების ტარიფები უნდა გაიზარდოს“ - რა გამოწვევები არსებობს ტაქსების ინდუსტრიაში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი