გაშვილებული ტყუპების – ანო და თაკო სართანიების შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ ერთმანეთი, წლების შემდეგ, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ იპოვეს. ტყუპი დები გადაცემის „ნოესთან“ გასული ეპიზოდის სტუმრები იყვნენ, სადაც საკუთარ ამბავზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
აღნიშნულ გადაცემას სოციალურ ქსელში მსახიობი ნანუკა გულუა ეხმიანება და წერს, რომ ეძებს ძმას, რომელიც ასევე გააშვილეს. ნანუკა გულუა ასევე მიმართავს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს, რომელმაც წლების წინ მასშტაბური პროექტი – „ვეძებ“ წამოიწყო და უამრავ ადამიანს ოჯახის გაშვილებული წევრი აპოვნინა:
„გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას, რომლის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები, გადაეცით მითხრას ყველაფერი, რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ! თამუნა მუსერიძე – ბოლოს რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“, – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები