კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებანიკა ცქიტიშვილმა ცოლს დიდი ხნის ოცნება აუსრულა - „არის ხოლმე სირთულეები, მაგრამ...

ნიკა ცქიტიშვილმა ცოლს დიდი ხნის ოცნება აუსრულა – „არის ხოლმე სირთულეები, მაგრამ ყველაფერი ლაგდება“

ცნობილი კალათბურთელის, ნიკა ცქიტიშვილის, მეორე ნახევარი – სოფო გოგებაშვილი, სამ შვილს ზრდის და საქართველოში დაბრუნების შემდეგ საყვარელი საქმის კეთების საშუალებაც მიეცა. 13 წლის წინ, როდესაც პოპულარულ კალათბურთელს მიჰყვებოდა ცოლად, კარგად იცოდა, რომ საკუთარი მიზნების გვერდზე გაწევა მოუწევდა და ჩემოდნებზე ცხოვრებასაც უნდა შეგუებოდა. ეს ეტაპი წყვილმა შესანიშნავად გაიარა, პანდემიის პერიოდში კი საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად.

სოფო ახლა ტანსაცმლის საბავშვო ბრენდის განვითარებაზეა ორიენტირებული. პარალელურად ფიტნესის სფეროშიც სერიოზული გეგმები აქვს. ამასთან ერთად, ქმარს ყველანაირად უწყობს ხელს, რომ მოედანზე ხშირად დაბრუნდეს. კალათბურთელის მეორე ნახევარმა ,,სარკეს” გულახდილად უამბო ოჯახური ცხოვრების პერიპეტიებზე.

– სოფო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ნიკა აქტიურ სპორტს ჩამოშორდა?

– ნიკას რეჟიმიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ჩემოდნებზე გავატარეთ. ხშირად ყოფილა, ჩაგვილაგებია ჩემოდანი და მეორე დღესვე სრულიად უცნობ ქვეყანაში გადავსულვართ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეჟიმით ცხოვრება ბევრ სირთულესთანაც იყო დაკავშირებული, ერთგვარად მაინც სასიამოვნო იყო. სანამ ნიკა აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში იყო ჩართული, ორი შვილი გვყავდა. სირთულე იყო ის, რომ ხშირად უწევდათ სკოლების შეცვლა და ახალი ენების სწავლა. როდესაც ნიკა საკალათბურთო მოედნიდან აღმზრდელობით დარგში გადავიდა და დავფუძნდით საქართველოში, მესამე შვილი შეგვეძინა და ჩვენი ცხოვრებაც ჩაჯდა სტაბილურ კალაპოტში.

ჩემი საქმე დავიწყე და მხოლოდ ნიკას და ბავშვების ცხოვრების რეჟიმით აღარ შემოვიფარგლები. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ მენატრება ის დრო, როდესაც გადარბენებსა და ქაოსში ვცხოვრობდით. ალბათ იმიტომ, რომ ნიკას თამაში მენატრება.

– რა გავლენა იქონია საზღვარგარეთ მოხეტიალე ცხოვრებამ თქვენს ურთიერთობაზე?

– ძალიან ბევრი პლუსი აქვს წყვილისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრებას. უცხო გარემოში უფრო მეტად ხარ მიჯაჭვული შენს საყვარელ ადამიანზე და უამრავ წინააღმდეგობას ერთობლივად, ერთმანეთის იმედით ლახავ. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო ნიკას ცხოვრების რეჟიმი – რა საკვები უნდა მიეღო თამაშის წინ, როგორ უნდა დაესვენა, როგორ აღედგინა ძალები. საზღვარგარეთ ჩვენს ცხოვრებაში იყო მხოლოდ კალათბურთი და პირადი ურთიერთობა, სხვა თემები ჩვენთვის არ არსებობდა.

  მეეზოვე დათო ჭაბუკიანის ახდენილი ოცნება – ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა გუნდმა „ნანუკას ფონდის“ მეშვეობით მას ბინა უქირავეს

– ფაქტია, რომ წლების განმავლობაში საკუთარ მიზნებზე, კარიერაზე, ოცნებებზე უარის თქმა მოგიწიათ. ადვილი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?

– ვიცოდი, რომ ნიკას კარიერა და, შესაბამისად, ასეთი რეჟიმი გარკვეულ პერიოდს მოიცავდა, მთელი ცხოვრება არ გაგრძელდებოდა და ამან გამიადვილა, თავისუფლად მეთქვა ყველაფერზე უარი. თავადაც ისეთ სიამოვნებას ვიღებდი ცხოვრების ამ მოცემულობიდან, რომ მიღირდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს იყო დროებითი, ჩვენ დავბრუნდებოდით საქართველოში და მე მომეცემოდა საშუალება, საკუთარი საქმე მეკეთებინა. თან ეს ნაბიჯი საკმაოდ ადრეულ ასაკში გადავდგი და ვიცოდი, რომ წინ მქონდა ყველაფერი.

– საქართველოში დაბრუნებულმა წამოიწყეთ ბიზნესი დიზაინის სფეროში. შექმენით საბავშვო სამოსის ბრენდი. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს საქმე და მეუღლის მხარდაჭერა თუ იგრძნობოდა?

– ნიკა ჩემი პირველი მოტივატორია, რომ ვაკეთო საკუთარი საქმე. დავბრუნდით თუ არა საქართველოში, მაშინვე ყველანაირად შემიწყო ხელი, რა მიზნებიც მქონდა, განმეხორციელებინა. საბავშვო ბრენდი ,,მიშელი” მართლა ნიკასთან ერთად გავზარდე. ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნიკა რომ არა, ამ ოცნების განხორციელება გამიჭირდებოდა. ამასთანავე, არ შემიწყვეტია განვითარებაზე ფიქრი და მუდმივად სწავლის პროცესში ვარ.

– საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ხართ დღევანდელობით, პატარა სოფო ასეთ მომავალზე ოცნებობდა?

– მართლა არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. ნიკასთან გატარებული თითოეული წელი ისე ლამაზად მახსენდება, რომ შეუძლებელია, არ დააფასო. ღმერთს მადლობა ამისთვის! ნიკა მართლა ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის იდეალური გარემო შეექმნა. ურთიერთგაგებით, ერთმანეთის სიყვარულით, დათმობებზე წასვლით მივიღეთ ასეთი სტაბილური ოჯახი სამი შვილით. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.